USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
რევაზ ლომთაძე - მოლდავური ღვინის კოვბოი
თარიღი:  2883

რევაზ ლომთაძე (1937-1999) - მეღვინე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მოლდოვის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებაში

ქართული კვალი მოლდოვურ მეღვინეობაში

1999 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ლეგენდარული მოლდოველი მეღვინე, ქართველი რევაზ კალეს ძე ლომთაძე. ლომთაძე ხელმძღვანელობდა სტრაშენსკის რაიონის სოფ. პანაშეშტის ღვინის წერტს, ტარაკლინსკის ღვინის ქარხანას, კოლმეურნეობა-ქარხანა პერესეჩენოს, იყო ღვინის ქარხნის „ კოჟუშნა“-ს დირექტორი, იმავე სოფელში დააარსა მოლდოვის მეღვინეობის მეურნეობა-ტექნიკუმი. დიდი წვლილი შეიტანა მოლდოვის რეგიონების განვითარებაში.

რიცხვი „19“  ცხოვრების 62 წელი სდევდა ლომთაძეს. დაიბადა 1937 წლის 19 აგვისტოს, ხილის და ყურძნის მწიფობის სეზონში. რამაც ალბათ თავისი კვალი დაატყო მის ხასიათს და ბედს. დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, მეღვინის სპეციალობით და განაწილებული იყო მოლდოვაში. 19 აგვისტოს დაიბადა ნონა, მისი მომავალი მეუღლე. 25 წლის ასაკში ნონა  სტომატოლოგად იწყებს მუშაობას ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმ  „ვარნიჩენი“-ში. 26 წლის ლომთაძის გაცნობამ შეცვალა მისი ბედი და 19 აგვისტოს ახალგაზრდები დაქორწინდნენ.

. . .კაცები ცოტას დაპარაკობენ და ბევრს ეწევიან, საფლავზე ტოვებენ სავსე ჭიქას, პურის ნაჭერს და ანთებულ სიგარეტს. ლომთაძის საფლავზე არ არის ჩვეული ბარელიეფი - მხოლდ წარწერა და ქვისგან გამოთლილი კოვბოის თეთრი ქუდი.

ისევ თავიდან...

„მე და გოგოებს არ გვინდოდა პერესეჩინოდან გადასვლა: ხუთი წლის მანძილზე სოფელი საოცარ ადგილად გადაიქცა“ - ყვებოდა ნონა ივანოვნა ლომთაძე. მეურნეობა „პერესეჩინო“-ში სადაც რევაზ ლომთაძე 1972 წელს გადაიყვანეს, მოუწია სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდა, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება და მრავალი სხვა, ტარაკლინის ღვინის ქარხანაში, სადაც ხუთი წელი იმუშავა შექმნა რამოდენიმე ორიგინალური ღვინო. საფერავისგან დამზადებულმა ღვინომ 1969 წლის საერთაშორისო დეგუსტაციაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ლომთაძის ხელშეწყობით ტარაკლინში აშენდა ადმინისტრაციული შენობა, სახლები სპეციალისტებისთვის, მოწესრიგდა გზები და ტროტუარები.

ახალ „პირად ხუთწლედში“ პერესეჩინოში მეურნეობის დირექტორმა განაახლა გზები და ტროტუარები, რომლებიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე გაუვალ ტალახად იქცეოდა, ააშენა საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია, ხუთსართულიანი სახლების მთელი მიკრორაიონი, პარკი შადრევნით, ხელოვნური ტბით,

მოლდოვის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს სხვა გეგმები ქონდა, როდესაც რევაზ ლომთაძე კოჟუშნაში დირექტორად გადაიყვანა.  ეს გეგმები მისი მეუღლის და შვილების გეგმებს სულაც არ ემთხვეოდა. ცალ-ცალკე არსებული კოჟუშნას მეურნეობის და ღვინის ქარხნის ბაზაზე პარტიული ლიდერები ახალი, მაღალეფექტური ეკონომიკური მოდელის შექმნას  აპირებდნენ. ამბიციურ პროექტს წარმატების ყველა შანსი ქონდა, სამი მიმართულების (ყურძნის მოყვანა, გადამუშავება და პროფესიული კადრების მომზადება) გაერთიანების შემთხვევაში. ასე გაჩნდა კოჟუშნას ახალი სასწავლო დაწესებულება  - მოლდოვის მეღვინეობის მეურნეობა-ქარხანა-ტექნიკუმი. რევაზ ლომთაძე გახდა მისი დამფუძნებელი. ყველაფრის დაწყება თავიდან მოუწია.

კოჟუშნუს მოსახლეობა მეღვინეობით მე-19 საუკუნიდან იყო დაკავებული, პირველი ყურძენი სოფ. ჩუბუკაში 1905 წელს გაჩნდა. ლომთაძემ მეურნეობა სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა. საბჭოთა მეურნეობის ზარალი 2 მილიონ მანეთს აღწევდა. რამოდენიმე წელიწადში მეურნეობის  მოგება 3 მილიონს შეადგენდა ყოველწლიუ­რად.

ლონთაძის მოსვლით კოჟუშნაში ცხოვრება ქართული ტემპერამენტით გაჩაღდა. ერთი წლის შემდეგ მოლდოვის მეურნეობა-ტექნიკუმმა 120 სტუდენტი მიიღო. მომავალი  მეღვინეები და მექანიზაორები ორ ახალ, ხუთსართულიან შენობაში ცხოვრობდნენ. ტექნიკუმის მთავარი უპირატესობა სრულფასოვანი პრაქტიკა იყო. თეორიული მაწილის ათვისების შემდეგ სტუდენტებს თანამედროვე ტექნიკას ანდობდნენ და ისინიც დიდი გატაცებით მუშაობდნენ ღვინის ქარხნის საამქროებში და მინდვრებში.

პირველივე წელს  250 ჰექტარზე გაშენდა ვაშლის, ატმის, ქლიავის ნერგები,  ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. ახალი გიგანტის  მომსახურებისთვის ლომთაძემ მთლიანად განაახლა ტრაქტორების პარკი, ააშენა ორი მექანიკური სახელოსნო, სასადილო და ფინური აბანოც კი.

იცვლებოდა ღვინის ქარხანაც. პირველ რიგში დირექტორმა ქარხანა  ღვინის ჩამოსასხმელი ახალი ხაზით და ყურძნის გადამამუშავებელი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვა, რაც სეზონზე 10 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავების საშუალებას მისცემდა. ღვინის საცავიც დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, სულ მალე ღვინის ქარხანამ შექმნა უნიკალური მიწისქვეშა საცავი ბოთლის ღვინის შესანახად. სამრეწველო კოლექცია მილიონზე მეტ ბოთლს ითვლიდა, სტელაჟები კილონემტრ ნახევარზე გაიჭიმა. ღვინის ამ მიწისქვეშა სამეფოში ლომთაძემ ოთხი სადეგუსტაციო დარბაზი მოაწყო. სულ მალე „კოჟუშნას“ ღვინის ქარხნის სარდაფები კონკურენციას უწევდა „კრიკოვას“ და „მილეშტი მიჩის“ ლეგენდარულ სარდაფებს. მოლდოვაში ჩასული დელეგაციები კოჟუშნუში ექსკურსიებს ითხოვდნენ.

კოჟუშნაში ღვინის სამრეწველო კოლექციის ფასი ყოველწლიურად იზრდება: ნიმუშების უმრავლესობა 25 წელზე მეტი ხნისაა! რევაზ ლომთაძე დეგუსტაციებზე აცნობდა მოლდავური ღვინის საუკეთესო ნიმუშებს და გაყიდვიდან მიღებული მოგებით წარმოების მოდერნიზაციას და სოფლის სოციალური საკითზების გადაწყვეტას ახმარდა.

იდეებით შეპყრობილი ქართველის სანუკვარი ოცნება, კოჟუშნას დასავლური ტიპის მეურნეობად გარდაქმნა იყო.  ერთგვარი ამერიკული სოფელი თავისი ვენახებით, სამრეწველო გადამუშავებით და პროფესიონალების მოსამზადებელი ბაზით. თბი­ლისე­ლი მარტო გეგმებს კი არ აწყობდა ანხორციელებდა კიდევაც და სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას კეთილმოწყობილს და კომფორტულს ხდიდა.

თავისი ოთხწლიანი ფეერიული საქმიანობის შედეგად ლომთაძემ ააშენა საბავშვო ბაღი 320 ბავშვისთვის. ქუჩა 50 კოტეჯით, დააპროექტა საქვაბე, რომელიც სოფელს გაზით გაათბობდა. დაიწყო სავაჭრო ცენტრის და 450 მაყურებელზე კინოთეატრის მშენებლობა. მოაასფალტა 20 კილომეტრზე მეტი გზა და აპირებდა ტროლეიბუსის ხაზის გაშვებას სოფლის ცენტრიდან კიშინევამდე. . . .

მევენახეთა მოწინავე ბრიგადის ბრიგადირი იხსენებდა, რომ სამუშაო ადგილამდე ცხრავე ბრიგადა ავტობუსებით მიყავდათ. დირექტორის შვიდივე მოადგილე, რომლებიც სხვადასხვა დარგს კურირებდა პირადი „ვოლგით“ სარგებლობდნენ, ბრიგადირები ეტლიანი მოტოციკლეტებით დადიოდნენ. ლომთაძე ყველასაგან და ყველგან სანიმუშო წესრიგს ითხოვდა და მაგალითსაც თვითონ აძლევდა. ყველა არსებული პრობლემის და შემთხვევის შესახებ იცოდა. დილის ხუთ საათზე მისი მანქანა უკვე მეურნეობაში იყო და სახლში შუაღამისთვის ბრუნდებოდა. დირექტორი უმოწყალოდ ებრძოდა ქურდობას.

ერთხელ, როდესაც მძღოლი შვებულებაში იყო, დირექტორი თვითონ მართავდა მანქანას და მოულოდნელი ნისლის გამო მთელი სიჩქარით დაეჯახა გზის სატკეპნ მანქანას. მანქანა ქაღალდის ფურცელივით დაიკუჭა, მაგრამ მძღოლს ნაკაწრიც კი არ ქონდა. მარანის მშენებლობის დროს ამწეს ხიმინჯები გადაქონდა. იქვე სკამზე ლომთაძე მოადგილეს ესაუბრებოდა. როგორც კი წამოდგნენ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს,  ამწეს ბაგირი გაწყდა და მთელი ტვირთი სწორედ იმ სკამზე დაეცა. ასეთი შემთხვევები ლომთაძის ცხოვრებაში ბევრი იყო, თითქოს ცხოვრება რაღაც დიდი განსაცდელისთვის ამზადებდა.

1985 წლის ორი შემთხვევა საბედისწერო გახდა ლომთაძისთვის. დაიწყო ანტიალკოჰოლური კომპანია. მოსკოვიდან ცკ მეორე მდივნად გამოაგზავნეს ვიქტორ სმირნოვი, რომელმაც კარიერა ხელმძღვანელი პარტიული და სამეურნეო  კადრების მოცილებით დაიწყო. ბევრი ხელმძღვანელი ციხეში აღმოჩნდა. აგვისტოში ღვინის მეურნეობაში ჩვეულებრივი ფინანსური შემოწმება დაიწყო, მანამდე კი შრომითი მიღწევებისათვის გარდამავალი წითელი დროშით დააჯილდოვეს. 

ლომთაძის დაკავების ფორმალურ საფუძველი გახდა ნათესავის  უმაღლეს სასწავლებელში მეურნეობის ხარჯზე სწავლება - იხსენებს ილია ბლაჟი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის და მრეწველობის მენეჯმენტის კათედრის გამგე.  გამომძიებლებისათვის მთავარი  გამოძიების დაწყება იყო, თორემ „ფაქტები მოიძებნება“. მოიძებნა კიდეც - „სახელმწიფო ქონების გაგლანგვა“,  იგულისხმებოდა „ღვინის დეგუსტაცია ქარხნის მარნებში“,“სახლში ცივი იარაღის შენახვა“ და კიდევ ბევრი მსგავსი ბრალდება.

როგორ ცხოვრობდ ლომთაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ იცის, ამის შესახებ არასოდეს ლაპარაკობდა. მაგრამ ოჯახმა სრულად გადაიტანა მისი დაკავების სიმძიმე. ეჭვმიტანილის მეუღლეს შესთავაზეს საკუთარი ნებით დაეწერა სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება. დააყადაღეს შემნახველ წიგნაკზე არსებული დანაზოგი (2000მან.), აღწერეს ქონება. ცხოვრება შეუძლებელი გახდა, დახმარება რევაზ ლომთაძის ბავშვობის მეგობრებმა აღმოუჩინეს. როგორც კი გაიგეს ამ უბედურების შესახებ საქართველოდან ჩამოვიდნენ დ ოჯახს საარსებო ფული ჩამოუტანე. ერთი თვის შემდეგ ოჯახს ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, მაგრამ სასამართლოს დაიწყებისთანავე გამოსახლების საკითხი მოიხსნა. ლომთაძის დაცვა თამარ ბარანცევამ ითვა. ბარანცევა აღფრთოვანებული ოყო ლომთაძის გამაძლეობით და შეუპოვრობით. გამოძიება ორი წელი გრძელდებოდა და მთელი ამ დროის მანძილზე ახლობლებს ერთხელაც არ მისცეს მისი ნახვის უფლება. დედამ სასამართლომდე ვერ იცოცხლა, იმედს მხოლოდ ის აძლევდა, რომ დახვრეტილი მეუღლისაგან განსხვავებით მისი შვილი „პოლიტიკაზე“ არ იყო დაკავებული.

სასამართლო 1987 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოთხი თვე, სასამართლოს მსვლელობისას ლომთაძე ბრალდებებს ფაქტებით ებრძოდა. მან დაარწმუნა სასამართლო, რომ დეგუსტაციით და მიღებებით მეურნეობისთვის ზარალი კი არ მიუყენებია, არამედ პირიქით, ქარხნის ღვინოების გაყიდვით დიდი მოგება მოქონდა. უზენაესმა  სასამართლომ საბჭოთა კავშირის უმაღლეს საატესტაციო კომისიას მიმართა მოთხოვნით ლომთაძისთვის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდების ჩამორთმევის თაობაზე. უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ შეკითხვა კიშინევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაუგზავნა, სამეცნიერო საბჭოს 15 წევრმა ილია ბლაჟის მეთაურობით ფარული კენჭისყრით, ადრე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორმა რეკუნკოვმა გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორი სრულად იქნა რეაბილიტირებული. ლომთაძეს დაუბრუნეს ხელფასი, მაგრამ არ დაუბრუნეს წითელი დროშის ორი ორდენი (ჯილდოების გადადნობა მოასწრეს), პარტბილეთი და იარაღი, რომელიც დირექტორს ტარაკლინში აჩუქეს. ლომთაძეს მისცეს ცნობა, რომ შეუძლია მეღვინეობის დარგში მუშაობა, მაგრამ დირექტორი აღარასოდეს დაბრუნებულა უკან. მუშაობდა კიშინევის ოფისში დირექტორის მოადგილედ და 12 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე არც ერთხელ არ ჩასულა კოჟუშნაში.

ადამიანები თეთრ წეროებს ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ - ჩვენთან კი მოლდოვური ღვინის სიმბლოდაც. უკვე მრავალი წელია კოჟუშნში მოფრინავს თეთრი მოგზაური და ბუდეს ხან ერთი  და ხან მეორე სახლის სახურავზე იკეთებს. იქნებ ეს ლომთაძის სული ბრუნდება საყვარელ ბაღებსა და ვენახებში.

წყარო:https://locals.md/

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.