USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი
дата:  

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უკრაინა იმსახურებს იყოს NATO-ს წევრი.

ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას. კიდევ ერთხელ თქვენი თანდასწრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არავინ წააგებს სამართლიანი მშვიდობით", - თქვა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება.

"ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ბაზრის ლიდერები არიან, დაეხმარებიან ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ქვეყნის აღდგენაში", - თქვა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ვილნიუსში NATO-ს სამიტამდე, 7 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი NATO-ს მომავალი სამიტი, უკრაინის მშვიდობის ფორმულა, უსაფრთხოების გარანტიები, მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინულ-თურქულ კომპანიებს შორის თავდაცვის კონტრაქტები იყო.

Тбилиси
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати