USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება
Date:  593

ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს უფლება შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინას წაართვა მას შემდეგ, რაც თებერვალში შეიჭრა და უნდა იყოს თუ არა ეს კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

"არა და უდავოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ტერიტორიის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია. პუტინმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება."

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way