USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
თბილისი
რატომ ვერ იხსნება "ლილო მოლი"
თარიღი:  1748

მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის მიხედვით ღია ტიპის ბაზრობები, სავაჭრო ობიექტები, რომელთაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვთ, 25 მაისს უნდა გახსნილიყო. თუმცა, ამ დრომდე დაკეტილი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ლილოს ბაზრობა, ელიავას ბაზრობა და არაერთი ბიზნესი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ახლა უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგების და სხვა ადამიანების შრომის შედეგების კაპიტალიზაცია და კომპანიებს უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა, ადამიანის უსაფრთხოებისთვის დაწესებული სტანდარტებით.

ის ამბობს, რომ „ლილო მოლმა“ შეიძინა თერმოსკრინინგის აპარატურა, მანქანების სადეზინფექციო ხსნარები, შესაბამისი ტექნიკა, თუმცა ეს ობიექტი არ გაიხსნა.

„ვსაუბრობთ არა მხოლოდ მოლებზე, არამედ სხვა დახურული ტიპის სავაჭრო ობიექტებზე, ესენია ღია ობიექტები, რომლებიც 25 მაისიდან უნდა გახსნილიყვნენ, მაგრამ ვერ გაიხსნენ. ასევე არის ობიექტები, რომლებიც მოლებშია განთავსებული, მაგრამ აქვთ ცალკე შესასვლელები. მაგალითად „გალერიში“ არის ასეთი H&M, ასევე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიები. ასეთი ტიპის მაღაზიებს, ამ კომპანიებს ვერ ვუხსნით რატომ არ აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. ანუ, გამოდის, რომ ფორმალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დაწესებულებებს მოლები ჰქვიათ, არ იხსნებიან. მაგალითად, „ისთ ფოინთში“, ვერ ვუხსნით „ელიტ ელექტრონიქსს“, რატომ არის დახურული, როცა მის მომიჯნავედ არსებული „დომინო“ და „კარფური“ ღიაა. საღი აზრი მოითხოვს, რომ ეს კომპანიები ამ კონკრეტულ ობიექტებზე უნდა მუშაობდნენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.


ის განმარტავს, რომ საკითხზე ესაუბრა ბიზნესომბუდსმენს და პოზიცია არის ერთი - უნდა მოხდეს აღნიშნული დინამიკის შენარჩუნება, რომ მერე მოხდეს უფრო ინტენსიური გახსნა.

„მიდგომა არის ასეთი, რომ უნდა გაიხსნას მთლიანად სექტორი და მხოლოდ ერთი ბაზრობა ვერ გაიხსნება. ძირითადი მიზეზი არის რეგიონთან დაკავშირებული საფრთხეები ანუ ის, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება. ჩვენი მიზანი, როგორც ბიზნეს ასოციაციის არის ის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად მოხდეს მხარდაჭერა ბიზნესის, რომ ზიანი იყოს ნაკლები, რათა წელს თუ - არა, მომავალ წელს, პოზიტიურ ნიშნულზე გავიდნენ კომპანიები. ზოგადად, დაგეგმილზე ადრე ვხსნიდით ხოლმე ყველაფერს და ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, 25-ში უნდა გახსნილიყო ობიექტები და გადავდეთ. ვფიქრობ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მათ პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის