USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
რატომ ვაცხობთ ლობიანს 17 დეკემბერს
Date:  868
რატომ ვაცხობთ ლობიანს 17 დეკემბერს ?
 
თუ ეს კითხვა გაგჩენია მაშინ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია საშენოა.
უნდა აღინიშნოს , რომ შეღებილი კვერცხისგან ან პასკისგან განსხვავებით, ლობიანი არ წარმოადგენს ქრისტიანულ სიმბოლიკას ის წმინდა ქართული კულინარიული ფენომენია.
 
ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბალობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე.
 
მზის დედის /მზექალის საპატივცმულო დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. მზის ღვთაებას წირავდენ ასევე მამალს. ამ ფრინველთან დაკავშირებული მაგიურ-რელიგიური რწმენა-წარმოდგენები მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ფრინველებს უკავშირებდნენ მზის ბუნიობას, მაგალითად, სვანეთში მიიჩნევდნენ, რომ ზამთრის ბუნიობის დროს მზე მამლის ერთ ან სამ ნახტომს აკეთებს და ამის მერე დღე მატულობს. გურულების შეხედულებით ბარბალობიდან დღე მატულობს ქათმის თითო ფეხის ნაბიჯზე. ეს შედარებები მეტაფორულია, მის გამოცნობას აადვილებს ცოდნა, რომ მამალი და ზოგადად ქათამი ბარბალეს შესაწირავი საყვარელი ფრინველია.
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის - ბარბალეს გაიგივება მოხდა.
 
ვინაიდან ქალწულ დიდმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. მოგვიანებით, კაკალი ამერიკიდან შემოსულმა და სწრაფად გავრცელებულმა ლობიომ ჩაანაცვლა.
sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way