USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Tbilisi
რატომ ღირს თხილი წელს უფრო იაფი, ვიდრე შარშან
Date:  3194

ამ დროისთვის ქართული თხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის გათვალისწინებით 5-დან 6.50 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 30%-35%-ით შემცირებული ღირებულებაა. მაგალითისთვის, თუკი გასული წლის იანვარში პირველი ხარისხის თხილი 8-9 ლარი ღირდა, წელს ფასი 6-7 ლარია.

მიზეზად თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის თურქეთის ეროვნული ვალუტა სახელდება, რომელიც გასულ წელს თითქმის 79%-ით გაუფასურდა. როგორც თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში განმარტავენ, ლირაში ფასი გაუფასურების მიუხედავად არ გაზრდილა, ხოლო იმის გამო, რომ ჩვენ თურქეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული, რომელიც საერთაშორისო ღირებულებას განსაზღვრავს, ჩაბარების ფასი შემცირდა.

„გაუტეხავი თხილის ჩაბარების ფასი 5-დან 6 ლარის ფარგლებში მერყეობს ხარისხის მიხედვით. შარშანდელთან შედარებით ფასი უფრო ნაკლებია, ეს ყველაფერი გამოწვეულია თურქული ლირის გაუფასურებით. კერძოდ, ლირა გაუფასურდა, ხოლო ლირაში თხილის ფასი არ შეცვლილა, დოლარში ღირებულება უფრო ნაკლები გამოდის, ვიდრე შარშან იყო ანუ საექსპორტო ფასი დოლარში თურქეთში შემცირდა, შესაბამისად, გვიწევს გავყვეთ თურქულ ფასს", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ.

ფასის შემცირების მიზეზი ასევე გახლავთ თხილის დიდი მოსავალი, საიდანაც უმეტესი ნაწილი ცუდი ხარისხის იყოს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გასულ წელს მიღებული მოსავლის საერთო რაოდენობიდან, პირველ კატეგორიას მხოლოდ 30% განეკუთვნებოდა. მიზეზებზე საუბრისას ისევ და ისევ აგროწესების გაუთვალისწინებლობა და წვიმიანი სეზონი სახელდება, რის გამოც მოსავლის აღება დაგვიანდა, რამაც ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა.

გაიზრდება თუ არა თხილის ფასი მომდევნო თვეების განმავლობაში, რთული სათქმელია, თუმცა თხილის ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მცირედი ზრდა ფიქსირდება. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოსავლის დიდი ნაწილი 75%-მდე ფაქტობრივად გაყიდულია, ქვეყანას ექსპორტზე გასატანი 15 ათას ტონამდე თხილი დარჩა, რომელიც შედარებით მაღალ ხარისხობრივ კატეგორიას განეკუთვნება.

"55 ათასი ტონა თხილია ექსპორტზე გასული, ეს გახლავთ, დაახლოებით, 315 მლნ ლარი. დღევანდელი მონაცემებით, 15 ათას ტონამდე ჯერ კიდევ არ არის რეალიზაციაში, ინახება ფერმერებთან და საშრობებში. რაც შეეხება ფასს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მცირედი ზრდაა, 10-20 თეთრით და გაუტეხავი თხილი დღეს ღირს 6 ლარიდან და 6.30 ლარამდე. შარშან ამ დროს, დაახლოებით, 30-35%ით უფრო მეტი იყო ფასი, მაგალითად თხილი რომელიც 6 ღირს დღეს, შარშან ამ დროს 8 ღირდა.

ამის მიზეზია თურქეთის ვალუტის გაუფასურება და ასევე ის, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივად გაიზარდა თხილის მოცულობა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მხოლოდ 30%-ია პირველი ხარისხის. წინა წელს აგროღონისძიებები სწორად და ზედმიწევნით იყო ჩატარებული, ოპერატიულად აიღეს მოსავალი, წელს უხვი ნალექმაც იმოქმედა, დაგვიანდა აღება და მუშა ხელიც ჭირდა დიდი მოსავლის გამო, ამან გააფუჭა ხარისხი.

მეორე და მესამე ხარისხის თხილი უკვე გაყიდულია, როგორც წესი „ზარმაცი ფერმერების“ მხრიდან ნაადრევად, აგვისტოშივე ხდება თხილის ჩაბარება, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ ახლა დარჩენილი კარგი ხარისიხს თხილი", - განაცხადა გიორგი თოდუამ.

საქსტატის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის საგარეო ვაჭრობას ასახავს, ნათქვამია, რომ 10 უმსხვილესს საექსპორტო საქონლის რეიტინგში თხილს მერვე პოზიცია უჭირავს. სულ გასულ წელს ქვეყანამამ თხილის და სხვა კაკალის ექსპორტისგან 118.3 მლნ დოლარი მიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 25.8%-იანი ზრდაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით კი 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო ბაზრებზე სულ 17.8 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ევროკავშირის ბაზრებიდან იტალიაში (7,424 ტონა), გერმანიაში (3.347 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (314 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა) გავიდა.

თხილის მწარმოებელა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართული თხილის მთავარი სამიზნე დღეისთვის არა გეოგრაფიულად ახალი ბაზრების ათვისება, არამედ არსებულ ბაზრებზე უშუალოდ მწარმოებლებამდე მისვლაა, ამ პროცესში განსაკუთრებული წინსვლა ადგილობრივ მწარმოებლებს იტალიის ბაზარზე აქვთ.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასს, ამ დროისთვის ევროპულ ბაზარზე თხილის ფასი 5.10 ევროა.

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way