USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
რატომ ძვირდება სამედიცინო მომსახურება? - ჯანდაცვის ასოციაციის განმარტება
თარიღი:  363

სამედიცინო მომსახურების ბაზარი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში უწყებამ უნდა დაადგინოს, რატომ ძვირდება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება.

კონკურენციის სააგენტოს ყურადღება საქსტატის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა ინფლაციის მაჩვენებლებმა მიიქცია, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სურსათის შემდეგ ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ჯანდაცვის ჯგუფში გაიზარდა.

კერძოდ, თუ აგვისტოს თვის ოფიციალურ მაჩვენებლებს შევხედავთ, ბოლო ერთ წელიწადში მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად - 26%-ით საავადმყოფოს მომსახურებაა გაძვირებული, ამ გაძვირებაში მაღალი წილი აქვს ზოგიერთი დასახელების მედიკამენტებზე ფასების ზრდას, გარდა ამისა გაზრდილია როგორც ექიმთან კონსულტაციის, ისე ამბულატორიული მომსახურების ფასი.

საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, სამედიცინო მომსახურების გაძვირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მაია მახარაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ამ ზრდაში წამყვანი ვერ იქნება ის სტაციონარული სერვისები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და ძირითადად იმ მიმართულებებს მოიცავს, რომელიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობს და სადაც ფასი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით დგება.

“რამდენიმე მიზეზია. ერთი, არარეზიდენტების მომსახურება ანუ სამედიცინო ტურიზმის მიმართულება, ასევე ის სერვისები, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არც კერძო დაზღვევის და სრულად ჯიბიდან გადახდებით ფინანსდება, აქაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა მუშაობს და არჩევანზეა დამოკიდებული. ამბულატორიულ სექტორშიც იქნება ეს ზრდა, ოღონდ ადამიანების იმ ჯგუფზე, რომელიც არ მონაწილეობს კერძო სადაზღვევო სქემებში, არც სახელმწიფოს დაფინანსებულ სქემებში, ან უბრალოდ ადამიანი არჩევანს აკეთებს და ჯიბიდან იხდის.

ამის გარდა ფაქტორი იქნება სახარჯი მასალების ფასი. მაგალითად,ლაბორატორიებში. კლინიკური ლაბორატორია სრულად დამოკიდებულია დღეს უკვე აპარატურაზე, რადგან ტექნოლოგიური წინსვლაა და ის რეაქტივები, რომლის შეძენაც ხდება თავის თავად ხდება იმპორტირებული საქონლის და ის ფასი, რა ფასითაც ხდება შესყიდვა სახარჯი მასალის აისახება ავტომატურად სერვისის ღირებულებაზე.

ამას ემატება კიდევ დამატებით ხელფასები. ვიცით, რომ მინიმალური ხელფასები სახელმწიფოს მიერ არის დარეგულირებული. მომსახურების სერვისი შედგება სახარჯი მასალისგან, ხელფასისგან და თავისთავადია, რომ ამ ნაწილშიც სახელფასო პოლიტიკაც განაპირობებს თვითღირებულების ზრდას”,-განმარტავს მაია მახარაშვილი.

მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: ვფიქრობ, ირანთან ომი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში

შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპარსეთის ყურეში ომის მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულებას აანონსებს. კრის რაიტი ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაისახა, რისკებს ამართლებს.

„ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. შესაძლოა, უფრო ადრეც, მაგრამ კონფლიქტი დასრულდება რამდენიმე კვირაში და ამის შემდეგ ვნახავთ ენერგომომარაგების აღდგენას და ფასების კლებას. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ მოკლევადიან რყევები გვექნებოდა, გამოვიწვევდით ფასების გარკვეულ ზრდას ამერიკელებისთვის, მაგრამ ბენზინის ფასების ეს ზრდა იმისთვისაა, რაც სამუდამოდ შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“, - აცხადებს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, კრის რაიტი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის