USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რატი ბრეგაძე - ბინის ნასყიდობის გაფორმების დროს დილემა ჯერ გადარიცხოს თანხა, თუ ჯერ გაფორმდეს კონტაქტი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება
თარიღი:  410

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე მოსახლეობას ე.წ. გონიერი კონტრაქტების სისტემის ამოქმედებას ჰპირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში 2024 წლის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოაწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობას ბინის გაყიდვის დროს და აღმოფხვრის პრობლემას, ჯერ ტრანზაქცია უნდა მოხდეს, თუ ჯერ, თანხა უნდა გადაირიცხოს.

"ამოქმედდება ე.წ. გონიერი კონტრაქტები, რის შედეგადაც მომხმარებელი როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას ტრანზაქციით. ამით, მოქალაქეების კარგად ნაცნობი პრობლემა, როგორიცაა მაგალითად ბინის ნასყიდობის გაფორმების დროს დილემა ჯერ გადარიცხოს თანხა, თუ ჯერ გაფორმდეს კონტაქტი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება", - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე გასცა დაპირება, რომ დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის