USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 15 ივნისს?
Date:  784

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას - საუბარი სწრაფად გადაიზრდება დაპირისპირებაში და განწყობას მთელი დღით გაგიფუჭებთ. ეცადეთ, ახლო მეგობრების ან ნათესავების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ემოციური დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ მთელი ყურადღება პირადი ცხოვრების მოგვარებაზე გადაიტანოთ და დროულად დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ნურც საკუთარ საქმეებს დაივიწყებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობლების გარდა, უცნობებსაც გაუწოდოთ ხელი, რომლებიც მალე თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ცდილობთ გარშემო მყოფები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გაჯიუტებას და კონფლიქტური სიტუაციების შექმნას მოერიდოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ და საპასუხოდ უზარმაზარ სიყვარულს მიიღებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სანამ რთული პროექტის განხორციელებას შეუდგებით, დაფიქრდით, მის წარმატებით დასრულებას შეძლებთ თუ არა. გამორიცხული არ არის, რომ დრო და ენერგია ამაოდ დახარჯოთ, ამიტომ ახლის დაწყებას ჯობს ძველი საქმეები დაასრულოთ. პოზიტიური განწყობა თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, საკუთარი პრობლემები პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასოთ. ნუ შეგაშინებთ მუშაობის დროს წარმოქმნილი სირთულეები. გახსოვდეთ, რომ სამომავლოდ გადადების ნაცვლად, პრობლემები წარმოქმნისთანავე უნდა მოაგვაროთ. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი უფროსი ნათესავი მოინახულოთ და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება შესთავაზოთ

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ გადაუდებელი საქმეები აკეთოთ და ყველა დანარჩენი სამომავლოდ გადადოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა - შესაძლოა, საჭირო და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უმჯობესია ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. გირჩევთ ხმაურიან წვეულებებსა და გუნდურ მუშაობას თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, გადაუდებელი და ძალიან უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგებისა და უსარგებლო ნივთების გადაყრისთვის - ასე თქვენს სახლში პოზიტივისთვის მეტი ადგილი დარჩება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავების განლაგება საქმიანი თვისებების გამოვლენასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და მოვლენების შუაგულში იტრიალოთ. ასე მეტი შანსი გაქვთ, რომ ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას შენიშნავს და დააფასებს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა და დაძაბული სიტუაციები. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, საღამო სახლიდან მოშორებით გაატაროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლისთვის მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ. ამ დღეს წვრილმანებს ყურადღებით მიუდექით, რადგან დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევას, რომელიც შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - შეიძლება რაღაც საწყენი და შეურაცხმყოფელი თქვათ და ისეთი ურთიერთობა გააფუჭოთ, რომლის აღდგენაც ძალიან გაგიჭირდებათ. ამ დღეს თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს შეზღუდოთ ურთიერთობები, მათ შორის - საყვარელ ადამიანებთან, გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა უხასიათობამ ოჯახური ურთიერთობები დააზიანოს. ეცადეთ, სპორტულ დარბაზში ან ბუნებაში განმარტოვდეთ და სტრესის მოხსნა ვარჯიშით სცადოთ. სუფთა ჰაერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე გეგმების შეცვლას გაიძულებთ, მაგრამ ეს განაწყენების ან გაბრაზების მიზეზი არ არის. ეცადეთ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და ცვლილებებიდან სარგებელი მიიღოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ დაწყებული სამუშაოს დროულად დასრულება გაგიჭირდებათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way