USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
რამზან კადიროვი - ყველას, ვინც სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, სუფთა ჰაერზე ისეირნოს
თარიღი:  1179

 რამზან კადიროვი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის წვიმაში სეირნობს და ყველას ურჩევს, სპორტით დაკავდნენ.­

"ყველას, ვინც ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნონ სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად აცოცხლებს", - აცხადებს კადიროვი.

მისი თქმით, ყველას ურჩევს, სპორტით დაკავდნენ.

მანამდე, "ტელეგრამ" არხებზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, ღამით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის