USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Tbilisi
რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში?
Date:  2121
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო 112,712 ადამიანს ასაქმებს და მათ ხელფასებზე 2022 წელს 1.65 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა სინამდვილეში როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი მთლიანი სახელფასო ფონდის მოცულობა გაცილებით უფრო დიდია.
 
ბიუჯეტის პროექტი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას თუ რამდენი ათასი ადამიანი არის დასაქმებული სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებულ თითოეულ სსიპ-სა და აიპ-ში, ასევე მათ საქვეუწყებო ორგანიზაციებში. ასევე არ შედის ინფორმაცია სრულად რამდენი ადამიანი მუშაობს მუნიციპალურ ორგანოებში და მათ მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში.
 
საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობაზე ბევრად უფრო დეტალური სტატისტიკა აქვს საქსტატს, რომლის ანგარიშის მიხედვითაც, სახელმწიფო სექტორი 2020 წლის მდგომარეობით 294,700 ადამიანს ასაქმებდა. ამაზე კიდევ უფრო სრული სტატისტიკა აქვს საპენსიო ფონდს, რომელიც სისტემაში მონაწილეებს საჯარო და კერძო სექტორებად ყოფს. ორგანიზაციის თანახმად, საჯარო სექტორს განეკუთვნება 301,892 დასაქმებული, საიდანაც 259,293 საჯარო მოსამსახურე კვლავ მონაწილეობს საპენსიო სისტემაში, ხოლო 42,599-მა საჯარო მოსამსახურემ საპენსიო სისტემა დატოვა.
 
შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სექტორი სინამდვილეში 302,000 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ამ 302,000 ადამიანის გარდა, სახელმწიფო სექტორი კიდევ უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა სამინისტროს თუ მუნიციპალურ ორგანოს არაერთი სახელმწიფო საწარმო ეკუთვნის, ხოლო ამ შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 50,000-ს აღემატება.
tbilisi
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
See all
Survey
By the way