წყარო:https://bm.ge/
ივლისში, თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი (ხელფასი, მოგება, სხვა შემოსავალი) 827-მა პირმა მიიღო. ჯამური დარიცხული შემოსავალი კი, 314 მლნ ლარს აღემატებოდა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 100 000 ლარზე მეტი კი, ხელფასის სახით 214 პირს დაერიცხა. მათთვის ჯამურად გაცემული დასაბეგრი ხელფასის მოცულობა 85 377 112 ლარი იყო.
PMCG -ის მონაცემებით, კი, ზოგადად, ივლისში 2023 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ კვლავ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვის განმავლობაში 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებენ. ასეთი 191 ათასი ადამიანია. მათ შორის, 0-დან 100 ლარამდე დარიცხულ ხელფასს 13057 პირი იღებდა. მათი დასაბეგრი შემოსავალი 723,074 ლარი იყო. 100 ლარამდე შემოსავალი კი, ივლისში ჯამში 73687 პირს ჰქონდა.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128