USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში თვეში 100,000 ლარზე მაღალ ხელფასს?
თარიღი:  995

წყარო:https://bm.ge/

ნინო ტაბატაძე

ივლისში, თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი (ხელფასი, მოგება, სხვა შემოსავალი) 827-მა პირმა მიიღო. ჯამური დარიცხული შემოსავალი კი, 314 მლნ ლარს აღემატებოდა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 100 000 ლარზე მეტი კი, ხელფასის სახით  214 პირს დაერიცხა. მათთვის  ჯამურად გაცემული დასაბეგრი ხელფასის მოცულობა  85 377 112 ლარი იყო. 

PMCG -ის მონაცემებით, კი, ზოგადად, ივლისში 2023 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია,  რომ კვლავ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვის განმავლობაში 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებენ. ასეთი 191 ათასი ადამიანია. მათ შორის, 0-დან 100 ლარამდე დარიცხულ  ხელფასს  13057 პირი იღებდა.  მათი დასაბეგრი შემოსავალი 723,074 ლარი იყო. 100 ლარამდე შემოსავალი კი, ივლისში ჯამში 73687 პირს ჰქონდა.

2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის