USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
რა ვქნათ, რა ვაკეთოთ - ესპანკა, ანუ ესპანური გრიპი
дата:  2504

ესპანკა, ანუ ესპანური გრიპი გასული საუკუნის დასაწყისში, 1918 წელს დაიწყო და ზუსტად ერთი წლის შემდეგ 1919 წელს დამთავრდა.
და ალბათ არც ამდენ ხანს გაგრძელდებოდა პირველ მსოფლიო ომს, და ადამიანთა მასიურ გადაადგილებებს რომ არ შეეწყო ესპანკას გავრცელებაში ხელი.
დიახ, ესპანკა ზუსტად ერთ წელიწადში დამთავრდა, და დამთავრდა მას შემდეგ, რაც 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ , რაც ადამიანებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს.
დამთავრდა ყოველგვარი ვაქცინის გარეშე, და წამლის გარეშე.
ადამიანები მხოლოდ ნიღბით და იზოლაციით იცავდნენ თავს.
დღეს, 21 -ე საუკუნეში, მეცნიერებას რომ მართლაც სასწაულები შეუძლია, და წესით თავის დაცვის უსაფრთხო საშუალებებიც უნდა იყოს, კოვიდპანდემია წელიწადნახევარია მაინც გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდებაო, გვპირდებიან.
და უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი წარმოშობის არის ვირუსი, თუ ხელოვნური, ფაქტია - ვირუსი არსებობს, პანდემიაც არსებობს და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს მამებს, და მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებებს , და ყველა დანარჩენს, ვინც სარგებელს ნახულობს, არც აწყობთ მისი დამთავრება.
ზუსტად ისე, როგორც არ აწყობდათ ასი წლის წინ მისი დამთავრება ყველა იმას, ვინც ესპანკაზე ითბობდა ხელს.
მაგარ შარში ვართ..
და არა იმიტომ, რომ ამ სახადთან ადრე თუ გვიან, ყველას გვექნება მეტნაკლებად შეხება, აუცრელებსაც და აცრილებსაც.
არამედ იმიტომ, რომ იმის მაგივრად, რომ მივხვდეთ თუ სადაა გამოსავალი, გავერთიანდეთ ყველა, და ყველამ ერთად ვუშველოთ თავს, ველოდებით როდის მოგვადგება ჭირი ყველას სათითაოდ..
და ყველას ჰგონია, რომ ის, სწორედ ისაა, ის ბედისგან რჩეული, ვისაც ყველაზე ბოლოს დაერხევა.

სტატიიდან " რა ვქნათ, რა ვაკეთოთ"
გაზეთი " საადგილმამულო" #5

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати