USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რა ვითარებაა ამ მომენტისთვის ისრაელში?
თარიღი:  996

12.10.2023 ისრაელი:

- მას შემდეგ რაც ებრაული უშიშროება ვარაუდობდა დამატებითი ირანული შეიარაღებისა და ოფიციალური პირების ჩასვლას სირიაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე. მიუხედავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების აქტიური მუშაობისა აფეთქებები მაინც განხორციელდა აეროპორტის ტერიტორიაზე. ეს იყო რეალური პრევენციული დარტყმა.
- შეტაკებებმა აქტიური სახე შეიძინა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე: წუხელ ებრაული სამხედრო პოლიცია საკვანძო ქალაქ ჯენინში ღრმად შევიდა, რასაც მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მოჰყვა. ჯენინის სრული კონტროლი ისრაელს არ მოუპოვებია და თუკი შეეცდება ეს პრაქტიკაში ძალიან რთული იქნება.
- სროლებია იერუსალიმის ტერიტორიაზეც. ებრაულ პოლიციას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. აღნიშნული ქმედებები ხორციელდება არამხოლოდ ქალაქის სხვადასხვა ურბანულ ზონაში, არამედ ძველ, ისტორიულ სივრცეებშიც. სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან სხვა მიმართულებისაგან განსხვავებით აქ თავდასხმები არა ჯგუფურად, არამედ ინდივიდების ხელით ხდება. შესაბამისად, სიტუაცია არ არის მარტივი.
- კვლავ მოხდა ჰამასის რაკეტების გაშვება ღაზას სექტორიდან. დაიბომბა ებრაული ქალაქი ბერშევა. ვარაუდობენ, რომ ჰამასმა რამდნიმე წლის წინ ღაზასთვის გადაცემული წყლის ხარისხიანი მილებისაგან რაკეტების გამშვები დანადგარები გააკეთა. რეალურად, ჰამასი ხშირად ითვისებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც სამხედრო რესურსს, შესაბამისად არც ეს იქნებოდა უცნაური.
- ებრაული ავიაცია ღაზას სექტორის აქტიურ დაბომბვას ახორციელებს. ჰამასის კონტროლქვეშ არსებული ობიექტები სამიზნედაა ქცეული ზღვიდანაც და ხმელეთიდან, არტილერიის გამოყენებით. ჯერჯერობით სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა.
- ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იდენტიფიცირებულია ჰამასის ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ებრაულ დასახლებებზე თავდადხმებში და რომ შური აუცილებლად იქნება ნაძიები.
- შედარებით დამშვიდდა სიტუაცია ლიბანის მიმართულებით. ჰეზბოლას მხრიდან მხოლოდ ლიმიტირებული აქტივობა იყო დღის განმავლობაში. როგორც ჩანს ისრაელის იერიშებმა შედეგი გამოიღო.
- Washington post-ის ინფორმაციით მინიმუმ 64 ადამიანი იქნა გატაცებული ჰამასის ტერორისტების მიერ, რომელთაგან 49 სამოქალაქოა. ამ სამოქალაქოთაგან კი 11 ბავშვია. მანამდე დაკარგულად გამოცხადებულთაგან ნაწილი მოკლულია ჰამასის მიერ.
- ისრაელში მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკა დაიცავს ისრაელს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის