USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  412

2023 წლის 11-12 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

- უკრაინელებმა შეძლეს და მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, კოზაჩი ლაჰერთან კუნძულებზე დაკავებული პოზიციები შეინარჩუნეს. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დასახლების შესასვლელთა და ჭაობიან მიდამოში. ასევე უკრაინელებს მყარად უკავიათ პლაცდარმი ანტონოვის ხიდთან, დაჩების სიახლოვეს და მის სამხრეთით, სანაპირო ზოლის გაყოლებაზე. უშუალოდ ოლეშკისაკენ მიმავალ გზაზე შეტაკებები გრძელდება. რუსების გათვლა ოლეშკის ყველაფრის ფასად შენარჩუნებაა. მაგრამ ამასობაში უკრაინელთა მცირე დანაყოფები რამდენიმე სხვა ადგილიდან ცდილობენ ხმელეთის სიღრმეში გადაადგილებას.

ამავე მიმართულებით, არის ვერსია, რომ უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმები კიდევ უფრო ღრმად მოქმედებენ რუსების ზურგში. ამ ვერსიით მათ ნოვა კახოვკას აღმოსავლეთით როზდოლნესთან განახორციელეს სამხედრო ოპერაცია და ჩასაფრება. უცნობია ყველა სხვა დეტალი. როგორც ჩანს ამ მიმართულებით რუსულ ნაწილებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ.

ოლეშკის აღმოსავლეთით, ცენტრალური გზის მონაკვეთზე რადენსკისთან რუსული სამხედრო ბაზა დაიბომბა. განადგურებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. სავარაუდოდ, გამოყენებული იყო არამხოლოდ საარტილერიო დარტყმები არამედ Storm Shadow-ც.

- დღეს ყირიმის ხიდზე არა ერთი, არამედ ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ძალიან აქტიური იყო რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. რა დაზიანდა და რამდენ ადგილას არაა ცნობილი. მაგრამ არის საინტერესო მოსაზრება, რომ გარდა უშალოდ ხიდზე დამიზნებისა, უკრაინელები რუსული ჰაერსაწინააღმდეგო პოზიციების გამოვლენაც ცდილობენ.

- წუხელ მთელი ღამე აფეთქებები ისმოდა ყირიმის სხვადასხვა დასახლების მიმართულებით. მთელი ღამე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა სევასტოპოლის თავზე. მიზნებს უკრაინული დრონები უტევდნენ.

- წუხელვე დაიბომბა რუსეთის კურსკის ოლქი. სამიზნე ლოჯისტიკური მომარაგების ხაზები და საწვავი იყო.

- უკრაინელები აგრძელებენ უროჟაინეს შტურმს, სამხრეთით, დონეცკის ოლქში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე. რუსული რეზერვები შეედინებიან დასახლებაში პოზიციების გადასარჩენად, მაგრამ პრაქტიკულად უკრაინელები ჯაბნიან მათ. ამასთან უკვე ერთი კვირაა ძლიერი საარტილერიო დუელი მიმდინარეობს დასახლების ირგვლივ.

- ზაპორიჟიას ოლქში, ბერდიანსკში დაიბომბა რუსული შვეულმფრენების აეროდრომი. რუსები აეროდრომს სამხედრო და მომარაგების მიზნებისათვის იყენებენ. პრაქტიკულად, ამ აეროდრომის დაბომბა ყოველკვირეულ სახეს იძენს.

- კალინინგრადში რუსული მრავალფუნქციური თვითმფრინავი სუ-30 ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. პილოტები თვითმფრინავზე ძვირფასი დანაკარგია რუსეთისათვის.

- უკრაინა Taurus ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შესახებ გერმანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზეა გადასული. ის ბრიტანული Storm Shadow-ს გაუმჯობესებული ვარიანტია და 500 კილომეტრს ფარავს.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველა სამხედრო კომისარი დაითხოვა სამსახურიდან. უკრაინაში კორუფცია ყველაზე დიდი პრობლემაა. პრაქტიკულად უკრაინას მეორე ფრონტი აქვს გახსნილი კორუფციასთან და რომ ვთქვათ რომ იგებს ამ ბრძოლასო ბოლომდე მართალიც არ იქნება. რეალურად, კორუფცია თუკი დამარცხდება უკრაინაში, ქვეყანას ომის მოგების ბევრად დიდი შანსი ექნება.

- 1 ამერიკული დოლარი 100 რუბლია. რუსეთში ინფლაცია გრძელდება. პრაქტიკულად რუსეთში იმპორტული საქონელი ეტაპობრივად გაძვირდება, რომელიც სანქციების პირობებში ისედაც კოლოსალურად გაძვირებული იყო. ამასთან, როგორც ჩანს რუსეთს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვს - შავი ბაზარი. თუკი აქამდე რუსეთში დოლარით ვაჭრობა გარკვეულად შეზღუდა სახელმწიფომ, რათა კურსი დაეჭირა და ამასთან შიდა წარმოება წაახალისა, ახლა ნელ-ნელა იკვეთება შავი ბაზრის კონტურებიც. ეს კი ნებისმიერ სახელმწიფოს შიგნიდან ანგრევს.

- მარიუპოლში დაპირისპირებაა რუს სამხედროებსა და კადიროველებს შორის. იყო სროლაც. არიან დაღუპულები.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის