USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  618

2023 წლის 30-31 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

- The Wall Street Journal სატელიტურ ფოტოს აქვეყნებს ტოკმაკის ირგვლივ, ზაპორიჟიას ოლქში და აღნიშნავს, რომ მთელი ფრონტის ხაზი მაქსიმალურადაა ფორტიფიცირებული. პრაქტიკულად, ყოველ რამდენიმე კილომეტრში რამდენიმე შრიანი თავდაცვის ზღუდეები, სანგრები, დანაღმული ველებია გაშლილი. საინტერესოა ისიც, რომ ჟურნალის ინფორმაციით, ფორტიფიკაციული ნაგებობები ბევრია თავად რუსეთშიც, ისევე როგორც ყირიმისაკენ მიმავალ გზაზე და უშუალოდ ყირიმშიც კი. ზოგადად, რუსულ არმიას ყველაზე კარგად სამხრეთის, ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილები აქვს გამაგრებული. სწორედ ამიტომაა, რომ იქ შეტევა და წინააღმდეგობის გადალახვა საკმაოდ რთული ამოცანაა.

- ბოლო ორი დღეა პერიოდულად იბომბება რუსეთი,, ბრიანსკის ოლქი, სადაც ლოჯისტიკური მომარაგების ხაზებისა და სამხედრო კოლონების გარდა იბომბება საარტილერიო პოზიციებიც. უკრაინელები ყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო მოდიფიცირებულ რაკეტებს იყენებენ.

- მოსკოვის ოლქში და უშალოდ მოსკოვში დრონები აღარავის უკვირს. მაგრამ საინტერესო ტენდენციაა - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსი სამხედრო მიმომხილველები აღარ წერენ ნეგატიურ ინფორმაციას და მხოლოდ ჩამოგდებულ უკრაინულ რაკეტებსა და დრონებზე ამახვილებენ ყურადღებას. ანუ მაგალითად შეიძლება თქვან, რომ 24 უკრაინული დრონი იქნა ჩამოგდებული, მაგრამ არ აღნიშნავენ, რომ 26 დრონი იქნა გაშვებული და აქედან 2 ვერ ჩამოგადეს. ანუ რა გამოვა? იმ 2 დრონზე აღარავინ აღარ ისაუბრებს. საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია: თუკი რაიმე რუსებს თავად შეეშალათ ან თავად მოუვიდათ აუცილებლად აბრალებენ უკრაინელებს. მარტივია ასე და იმიტომ. თუმცა, როდესაც პრობლემის წყარო არ იცი და თავს იტყუებ მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებ.

მეტიც, ხშირად ომის მიმოხილვა უბრალოდ შავ ტყუილზეა აგებული - მაგალითად ჩონჰარის სარკინიგზო ხიდის დაბომბვისას (ხერსონი-ყირიმი) რუსული პროპაგანდა ამბობდა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება მაშინ, როდესაც ირკვევა რომ რკინიგზა და ელექტრონული ხაზები ამ მიმართულებით ძლიერ დაზიანდა.

- მარიუპოლში პარტიზანები მოქმედებენ, რომელთაც რუსების მიერ ოკუპირებული სამხედრო დანიშნულების საწარმო ააფეთქეს, რომელშიც რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

- ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკაში შეტაკებები გრძელდება. უკრაინელებს დასახლების ნახევარი უკავითა და ყოველი სახლის გაწმენდა მიმდინარეობს. არის ვერსია, რომ რეალურად, რუსების ცენტრალურმა დანაყოფებმა დასახლება დატოვეს, მაგრამ ისეთ პოზიციებზე არიან განთავსებული, რომ ვერც უკრაინელები ახერხებენ კლიშჩიივკას მთელს პერიმეტრზე შესვლას, რადგან რუსების სამიზნედ შეიძლება იქცნენ. ამასთან, დასახლებაში რუსული დივერსიული ჯგუფები კვლავ არიან და სწრაფად გადაადგილდებიან, რაც მისთვის ბრძოლას ართულებს. ასეა თუ ისე, საკმაოდ ბუნდოვანი სურათია კლიშჩიივკადან და უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც ჩანს რუსები იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მას, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კლიშჩიივკაზე ბახმუტისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი გადის, რომლის აღმოსავლეთითაც რუსებს ბევრი ფორტიფიკაცია აღარ აქვთ.

- ლუგანსკის ოლქში, სვატოვეს მიმართულებით უკრაინელები არიან ახლა კონტრშეტევაზე. რუსებმა რა ტერიტორიებიც ბოლო ერთ თვეში დაიკავეს, უკრაინელებმა მათი ნაწილი უკან დაიბრუნეს. შეტაკებები ახლაც გრძელდება. სავარაუდოა, რომ რუსებს რეზერვების მიშველება მოუწევთ ამ მიმართულებით უკრაინელთა კონტრშეტევის შესაჩერებლად და ინიციატივის დასაბრუნებლად, რადგან სხვა შემთხვევაში კონტრშეტევა საკმაოდ საშიშია ხოლმე.

- კვლავ აფეთქებებია ყირიმში. ამჯერად ეპიცენტრი ცენტრალური ქალაქი სიმფეროპოლია.

- რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს თვითმავალი არტილერიის შესაძენად. იმ ფონზე, რომ ჩრდილოეთ კორეა არტილერიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მწარმოებელია, კრემლის მხრიდან ფხენიანის კარზე ყოფნა უცნაური სულაც არ არის. მაგრამ საინტერესო ისაა, თუ რას მოითხოვს ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისაგან. ამის მხოლოდ სპეკულაცია შეგვიძლია.

- რუსეთ-აფრიკის სამიტზე გადაწყდა, რომ რუსეთი აფრიკულ ქვეყნებს 23 მილიარდ ვალს ჩამოუწერს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რუსეთისათვის ახლა ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური ზეგავლენების მოპოვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. რას მოითხოვს სანაცვლოდ მოსკოვი? ცხადია პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ ამის გარდა შესაძლოა მოხალისე მეომრები, რესურსები, სამხედრო ბაზების განთავსება და ნებისმიერი სხვა რამ. რეალურად, სუბ-საჰარის აფრიკაში დღეს მთავარ მოთამაშეებად ჩინეთი და რუსეთი გვევლინება. საინტერესო ისაა, ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები ხომ არ გადაიკვეთება რეგიონში? უკვე ვნახეთ, რუსეთის დასუსტების ფონზე თუ როგორ ითვისებს შუა აზიას ჩინეთი.

- უკრაინასა და ხორვატიას შორის შეთანხმებები შედგა, რომლის მიხედვითაც უკრაინა ხორვატიის პორტებს გამოიყენებს ხორბლის გადასატანად. იქამდე კი დუნაის გავლით მოხვდება თუ სახმელეთო გზით არაა ცნობილი.

 

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის