USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  412
2023 წლის 31-30 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- გუშინ რუსეთის სახელისუფლებო წყაროებმა განაცხადეს, რომ წინა დღეებში უკრაინაზე თავდასხმისას რუსული სარაკეტო შეტევის სამიზნე უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ძალების ცენტრალური შტაბები იყო - "იქ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებდნენ". თუმცა დღეს გავრცელებულ სარაკეტო დარტყმის კადრებში ჩანს, რომ სარაკეტო შეტევას მიზნის მიღწევა არ მოჰყოლია, მათ მიზანს უბრალოდ ააცილეს. სწორედ ამის საპასუხოდ იყო მოსკოვზე დრონების წარმატებული დარტყმა, რაც რუსულ მედიასაშუალებების მიერ მაქსიმალურად იყო მიჩქმალული. როგორც ჩანს, რუსულ მედიას მითითება აქვს მიღებული მაქსიმალურად აირიდოს იმ ფაქტზე საუბარი, რომ ომმა უკვე რუსეთის ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს დიდი ხანია გადააბიჯა.
- დღეს დილიდან იბომბება რუსეთის ბელგოროდის ოლქი. იმდენად ინტენსიურია საარტილერიო დარტყმები შებეკინოზე, რომ ქალაქიდან ევაკუაცია იწყება. შებეკინოს ინდუსტრიული ნაწილი მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. ევაკუაცია კი არა ქალაქ ბელგოროდში, არამედ ვორონეჟისაკენ იგეგმება. ეს იმიტომ, რომ შებეკინოსთან ერთად ერთ-ერთი სამიზნე უშუალოდ ბელგოროდი შეიძლება იყოს, მით უფრო პრო-უკრაინული ძალების ჰიპოთეტური შეტევის შემთხვევაში, ამიტომ იქ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციას აზრი არ აქვს.
- გამთენიისას კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი დაიბომბა რუსეთში, კრასნოდარის ოლქში. ამ ფონზე რუსული სამხედრო მომარაგება არცთუ სახარბიელო სიტუაციაშია ჩაყენებული.
- დაიწყო ნაწილობრივი მოწოდება, რომ უკრაინელებმა საკუთარი კერძო კამერები გამორთონ და ნებისმიერი სამხედრო თემის გადაღება შეზღუდონ. აშკარად იქმნება კონტრშეტევისწინა ეტაპი.
- HIMARS-ები აქტიურად ბომბავენ რუსულ პოზიციებს ზაპორიჟიეს ოლქში. როგორც ჩანს მელიტოპოლის ირგვლივ რუსული პოზიციების მაქსიმალური დასუსტება და დაქვეითება ხდება.
- მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა. მანამდე კი ქვეყანაში ვიზიტს ვლადიმერ პუტინიც გეგმავს. ეს ოფიციალური ანკარის მიერ ძლიერ ძალად პოზიციონირების მცდელობაა. თუმცა მანამდე პროცესები შესაძლოა იმდენად სწრაფად შეიცვალოს, რომ ასეთ ვიზიტებს დიდი აზრი აღარ ჰქონდეს. ამასტან, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო კვირებში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.
ზოგადი მდგომარეობა:
ფრონტის ხაზზე ცვლილებები პრაქტიკულად არ არის. პოლიტიკური ვითარება კი მეტ-ნაკლებად მდგრადი და უცვლელია. ახლა ყველა თვალი და ყველა ყური უკრაინულ სამომავლო კონტრშეტევაზეა მომართული.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way