USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  1769
2023 წლის 19-20 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:
- გადაწყვეტილება მიღებულია - აშშ-მ მწვანე შუქი აანთო, დანია და ნიდერლანდები უკრაინას ჯამში 43 ერთეულ F-16 მრავალფუნქციურ გამანადგურებელს გადასცემს. მიწოდება ერთიანად ვერ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 4600-ზე მეტი F16-ია წარმოებული, რაც ნიშნავს რომ მათი უკრაინისათვის გადაცემის დიდი პოტენციალი არსებობს.
- შვედეთი უკრაინას CV90 საბრძოლო მანქანების წარმოებაში დაეხმარება უკრაინას, ხოლო გერმანია სხვადასხვა ტექნიკის სარემონტო სამუშაოების გაწევაში უზრუნველყოფს. რეალურად, უკრაინას ბევრი ქარხანა და საწარმო ისეთ ადგილას აქვს, რომელსაც ვერ მისწვდება რუსეთი. ამ მხრივ კვლავ მნიშვნელოვანია პოლონეთიც. ეს იმაზე დიდი სტრატეგიული სიღრმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
- დრონებით დაიბომბა რუსეთი, კურსკის რკინიგზის სადგურის ტერიტორია და ბელგოროდის გარეუბნის ინდუსტრიული წერტილი.
- დონეცკის ოლქში, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, ახლადგათავისუფლებულ უროჟაინეზე რუსებმა შეტევის წარმოება სცადეს. შეტევა ჩავარდა უროჟაინეს მისადგომებამდეც კი. შეტევა შეტევისათვის იერიშის ყველაზე უგუნური ფორმაა. უკრაინელები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს დასახლების სამხრეთით, სტარომლინივკასა და ბაჟანიეს მიმართულებით.
- ხარკივის ოლქში, უკრაინელებმა კუპიანსკის ევაკუაცია დაიწყეს. მიზანი მოსახლეობის დაბომბვებისაგან გარიდებაა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქიდან 8 კილომეტრში და მდინარე ოსკილის დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს (კუპიანსკი აღმოსავლეთითაა და მას საფრთხე ნაკლებად ემუქრება). სამხედრო კომენტატორებს უკვირთ რუსული დაწოლა ამ მიმართულებაზე, მით უფრო რომ წინსვლას პრაქტიკულად არ აქვთ. მათ რიგებში მსხვერპლი ძალიან დიდია ხოლო შეტევის ამოცანა ძალიან ბუნდოვანია გარდა იმისა, რომ უკრაინელების ყურადღება ამ სექტორზე რჩება.
- მას შემდეგ რაც რუსებმა ჩერნიჰივის დრამის თეატრი დაბომბეს და მშვიდობიანი მოსახლეობა (მათ შორის ბავშვები) დახოცეს, აცხადებენ, რომ შენობაში დრონების გამოფენა იყო და ამიტომაც მიიტანეს მასზე იერიში.
- რუსეთში იმ მოქალაქეთა გაწვევაც დაიწყო, რომელთაც რუსული პასპორტი დაჩქარებული წესით სულ ახლახან აიღეს. საბოლოო ჯამში, რუსული სახელმწიფო მაინც ისეა მოწყობილი რომ მდიდარი ეთნიკური რუსები ომს თავს არიდებენ, ეთნიკურად არარუსული მოქალაქეები კი უფრო მასობრივად ხვდებიან და კვდებიან ფრონტზე.
- როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხეს ხომ არ აპირებს ტერიტორიები გაცვალოს რაიმეს სანაცვლოდ, მან განაცხადა, რომ დიახ, ის მზადაა ბელგოროდი [ქალაქი რუსეთში] გაცვალოს ნატოს სანაცვლოდ. სხვაგვარ კომპრომისზე ის უარს აცხადებს.
- Foreign Affairs-ში დაიბეჭდა კარნეგის რუსეთის ევრაზიული ცენტრის მკვლევარის, ტატიანა სტანოვაიას წერილი. იგი ამბობს, რომ რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია სწრაფად იცვლება: პოლიტიკური ძალაუფლება და ზეგავლენები რადიკალ აგრესიულ ფრთას უვარდება, ხოლო პუტინის ძველი გვარდია გვერდით ჩოჩდება. იმ ფონზე რომ ძველ გვარდიას ადეკვატურობა დაკარგული აქვს და ომს ძველი მეთოდებით წარმართავს, ახალი, რადიკალური ფრთის მიზანი უკრაინისათვის ომის გამოცხადება და მთელი ეკონომიკის სამხედრო სფეროსკენ მიმართვაა. ისინი იმაზე მეტად არიან დასავლეთის და უკრაინის მოძულეები, ვიდრე პუტინის ძველი გვარდია. უშიშროების სამსახურების რადიკალები რეალურ ზეგავლენას პოვებენ პუტინზე, ხოლო ისეთი ადამიანები, როგორიც მედვედევია გვერდზე შეიძლება იქნას გადაწეული, მიუხედავად იმისა, რომ ისიც რადიკალების რიგებში ცდილობს ჩაწერას და მუდმივად ბირთვული იარაღით იმუქრება (ოცდაათზე მეტი მუქარა განახორციელა მან). ახალი რადიკალური ფრთა საბჭოთა და ნაცისტური რეპრესიების მომხრეა და ქვეყნის მართვის ტოტალიტარული წესის მხარდამჭერია. ეს კი წმენდის გაგრძელებასა და შიდა დაპირისპირებებს გულისხმობს. ამ ფონზე, აღნიშნავს სტატიის ავტორი, მოსახლეობაშიც შეიცვალა განწყობები. თუკი აქამდე რუსეთში ცდილობდნენ რომ ომისგან შორს დაეჭირათ თავი, ახლა უკვე პოზიციის არჩევა სავალდებულო გახდა. დეკლარირებულად პუტინისა და ომის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, მაგრამ ის ფაქტია საგანგაშო, რომ მოსახლეობის შიგნითაც შეიმჩნევა რადიკალიზაცია და მათი მხარდამჭერების ზრდა. ანუ რაციონალურ გონზე მეტად ირაციონალური რადიკალიზმი განაგრძობს ზრდას. სამხედრო-პოლიტიკური და მოსახლეობის ეს რადიკალური ჯგუფი პუტინის მეთოდებს არ იწონებს, მით უფრო მას შემდეგ რაც პრიგოჟინმა ამბოხი გაუბედა მას და ამის გამო არ დასჯილა იგი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რადიკალები პუტინს სირბილეში ადანაშაულებენ. საბოლოო ჯამში ამ პროცესმა შეიძლება პუტინის რეჟიმის დამხობა არ გამოიწვიოს, მაგრამ მის ირგვლივ რეალური ძალაუფლება კიდევ უფრო აგრესიულ ფრთას ექნება ხელში აღებული. მეტიც, ხაზს უსვამს ავტორი, პუტინის რეჟიმში პირველად ხდება, რომ რადიკალური დაჯგუფება ზოგიერთ გადაწყვეტილებას თავად იღებს ისე, რომ არ უთანხმებს მას პუტინს. ამ პროცესში ყველაზე მეტად როსგვარდია ძლიერდება, რომელიც ნებისმიერ დროს ე.წ. Kingmaker ანუ ძალაუფლების მთავარი განმსაზღვრელი ხდება. სიტუაცია რუსეთის შიგნით სტაბილური აღარაა, მით უფრო დრონების აქტიური დაბომბვების ფონზე. ამ შემთხვევაში ვინ გაიმარჯვებს რუსეთის სამეფო კარის თამაშებში და რა ბედი ეწევა პუტინის გარემოცვას (ისევე როგორც პუტინს) რთული სათქმელია, მაგრამ რადიკალების ზრდა ომის მიმდინარეობაზე შეიძლება აისახოს - რადიკალებისათვის თავდაცვითი ომი სულაც არაა სასურველი. ეს კი ვაბანკია, რომლიდანაც რა ფორმით გამოვა რუსეთი (და გამოვა თუ არა საერთოდ) არავინ იცის.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way