USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  501
21.02.2024 - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:
- ავდიივკის აღებით გათამამებულმა რუსულმა სამხედრო ნაწილებმა მასირებული იერიშები წამოიწყეს ზაპორიჟიას ოლქში ლობკოვე-პიატიხატკისა და რობოტინეს მონაკვეთზე, დონეცკის ოლქში ვუჰლედარზე, ლუგანსკის ოლქში კრემინას შემოგარენზე ხოლო ხარკივის ოლქში სინკივკაზე. რაც რუსებმა ამ შეტევების შემდეგ გამოიღეს მხოლოდ 2022 წლის უგუნური შეტევების შემდეგ დამდგარ რეალობა შეედრება - რობოტინესა და პიატიხატკის მონაკვეთებზე ასეულობით სამხედრო და ათეულობით ტექნიკა დაკარგეს, ვუჰლედარში წინა წლის კადრები განმეორდა სადაც ქალაქის შემოგარენი დამწვარი ტექნიკითა და დახოცილი რუსი სამხედროებით იყო სავსე, კრემინას ტყეში უკრაინელებმა რამდენიმე ადგილას ჩასაფრება მოუწყვეს რუსებს ხოლო სინკივკაში რუსული შეტევა სრულად ჩავარდა.
მიუხედავად ამხელა მსხვერპლისა ჯერჯერობით რუსული შეტევები არ შეჩერებულა. აშკარაა 2023 წლის უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ გათავისუფლებული ტერიტორიის ხელახლა დაკავება და დონეცკის ოლქში მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის ათვისება სურთ, მაგრამ დანაკარგების სიუხვიდან გამომდინარე ამას რამდენად შეძლებენ ძალიან საეჭვოა. ჯერჯერობით უკრაინული თავდაცვა შესანიშნავად უმკლავდება რუსულ დაწოლას ყველაზე ცხელ მონაკვეთებზე. ავდიივკას ევაკუაციასაც სამხედრო მკვლევარები გონივრულ ნაბიჯად აფასებენ. უკრაინა იმხელაა სტრატეგიული სიღრმე აქვს და პრაქტიკულად დაუცველი ქალაქის შენარჩუნებისათვის ძალიან დიდი ძალების დაკარგვა არ ღირდაო.
- ავდიივკას აღების შემდეგ რუსებმა მინიმუმ ოთხი სუ-34 და ორი სუ-35 დაკარგეს. დონეცკის ოლქში აქტიურობა ძალიან ძვირად დაუჯდათ რუსულ ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს. როგორც ჩანს უკრაინელებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მისწიეს ჰაერსაწინააღმდეგო PATRIOT-ის სისტემები. საინტერესოა, რომ რუსული თვითმფრინავები მარიუპოლისა და აზოვის ზღვის სიახლოვეს იქნა ჩამოგდებული.
- რუსები ავდიივკასთან მდებარე მცირე დასახლება ლასტოჩკინეს უტევენ. აღების პირველი მცდელობა იმით დასრულდა, რომ რუსები ჩასაფრებაში მოყვნენ და დანაყოფი გაუნადგურდათ რის შემდეგაც ძირითადი ნაწილების დასახლების შემოგარენში გამაგრება მოხდა.
- უკრაინელებმა HIMARS-ით რუსული პოზიცია დაბომბეს დონეცკის ოლქში, ვოლნოვახასთან, მარიუპოლის გზაზე. მოკლულია 67 რუსი სამხედრო და პოლკოვნიკი. აშკარაა ისინი არასაბრძოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რაც მათზე ზუსტი დარტყმებით დასრულდა. მიცვალებულები მდელოზეა მიმოფანტული.
- ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ პლაცდარმი, კრინკის მიმართულებაზე რუსმა პროპაგანდისტებმა გამოაცხადეს დასახლება ავიღეთო. რუსმა სამხედროებმა უარყვეს არ აგვიღიაო. შემდეგ დროშის დაკიდების ვიდეო გაავრცელეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა სრულიად სხვა ვითარებას აღწერდა: დროშა დაკიდეს, ადგილი მიატოვეს და უკან გაიქცნენ. შესაბამისად, კრინკის პლაცდარმი უკრაინელთა ხელში რჩება.
- უკრაინელებმა დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს საარტილერიო იერიში.
- შვედეთი 700 მილიონამდე დოლარის შეიარაღებას გამოვიდა უკრაინისათვის. მათ შორისაა საარტილერიო ამუნიცია, რომელიც ასე სჭირდება უკრაინას ახლა.
- ირანი რუსეთს 400 მძლავრ ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს. ჯერჯერობით უცნობია თუ რის სანაცვლოდ გააკეთებს თეირანი ამას, მაგრამ აშკარაა ის სამაგიეროდ ისეთ რამეს იღებს, რაც როგორც ისრაელს ისე მთელს რეგიონს შეუქმნის საფრთხეს. პრაქტიკულად, რუსეთის მთავარი აღმჭურველი ჩრდილოეთ კორეა და ირანია.
- ბოლო 48 საათია ნავთობტერმინალებზე აფეთქებებია როსტოვსა და ნიჟნი-ნოვგოროდში. უკრაინელები რუსების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს ურტყამენ.
- დაუდგენელ ვითარებაში მკვდარი იპოვეს როსნეფტის უფროსის, იგორ სეჩინის 35 წლის ბიჭი, ოლიგარქის მემკვიდრე ივან სეჩინი. სიკვდილის თარიღად 5 თებერვალია დაფიქსირებული, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მჟღავნდებოდა. ის მოსკოვის სიახლოვეს ერთ-ერთ სოფელში იპოვეს მკვდარი. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება, მაგრამ ეს ძალიან საეჭვო ინფორმაციაა. სეჩინი ხასიათდებოდა ადამიანად, როგორც "ერთადერთი პირი, რომელსაც პუტინი ენდობა". უცნობია რა არის მისი სიკვდილის მიზეზი და ისიც საინტერესოა თავად თუ სეჩინი ენდობა ოფიციალურ ინფორმაციას.
- ოფიციალური ვერსიით თავი თვითმკვლელობით დაასრულა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსული სამხედრო ტელეგრამ არხის Murz-ის ხელმძღვანელმა ანდრეი მოროზოვმა. მან ავდიივკაში რუსულ კატასტროფულ დანაკარგებზე დაიწყო საუბარი, რის გამოც სხვა პროპაგანდისტები მის თავს ითხოვდნენ. ჩრდილოეთ კორეიზაციას ვადევნებთ თვალს.
- ოფიციალური ინფორმაციით ის რუსი შვეულმფრენის პილოტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უკრაინის მხარეს Mi-8 გადააფრინა ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ამას უკრაინის სამხედრო დაზვერვაც ადასტურებს. მოკლა თუ არა ის რუსულმა დაზვერვამ თუ მისი სიცოცხლის დასაფარად მიზანმიმართული დადგმული ოპერაციაა ამას ალბათ ვერ გავიგებთ.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way