USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  788
18.02.2024 - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:
- მას შემდეგ რაც უკრაინელებმა ქალაქ დონეცკთან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება ავდიივკა დატოვეს ფრონტის ხაზი ორლივკა-ლასტოჩკინე-ტონენტკეს მონაკვეთზე გასწორდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს გუშინ კვლავ ჰქონდათ წინსვლის სურვილი, უკრაინელებმა რუსების წინსვლა შეაჩერეს.
ავდიივკა პრაქტიკულად სრულად განადგურებულია. ბოლო კვირების განმავლობაში ათასობით ჭურვი და რაკეტა იქნა ჩაგდებული ქალაქში. მძიმედაა დაზიანებული ინდუსტრიული ზონაც.
უკრაინელთა ახალი ცნობით 10 ოქტომბრიდან 17 თებერვლამდე პერიოდში რუსების დანაკარგები ასეთია: 47.186 სამხედრო, 364 ტანკი, 748 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 248 საარტილერიო სისტემა და 5 საჰაერო აპარატი. ეს რიცხვები კატასტროფულად მაღალია. მარტივად რომ ვთქვათ ეს რიცხვები 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდის რუსების მიახლოებით დანაკარგებზე ორჯერ მეტია. რუსები დანაკარგების რაოდენობაზე არ საუბრობენ, თუმცა უკრაინელთა მონაცემებს უარყოფენ.
მნიშვნელოვანია ერთი დეტალის აღნიშვნაც: ავდიივკას აღების შემდეგ რუსებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და უკრაინელი ტყვეები დახვრიტეს და გაძარცვეს. დახვრეტილი სამხედროების კადრებიც იქნა გავრცელებული.
- რუსები გააქტიურდნენ ზაპოირიჟიას ოლქშიც. ბოლო 72 საათის განმავლობაში მცდელობა ჰქონდათ უკრაინელთა მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები რობოტინესა და ლობკოვე-პიატიხატკის მიმართულებით კვლავ დაეკავებინათ, თუმცა უკრაინელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და მნიშვნელოვანი დანაკარგიც მიაყენეს რუსებს.
- რუსების აქტიურობა იყო ბახმუტის დასავლეთითაც. მათი მცდელობა დასწოლოდნენ უკრაინულ თავდაცვის ზღუდეს და ჩასივ იარისაკენ გადაადგილებულიყვნენ დასაწყისშივე იქნა მოგერიებული.
- რუსების შეტევა კვლავ ინტენსიურ ფაზაშია ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით. კარგი ისაა, რომ უკრაინელების თავდაცვა იმდენად მაღალ დონეზეა, რომ რუსების ყველა მსგავსი შეტევა დიდი დანაკარგებით სრულდება ხოლმე.
ზოგადად, რუსების იერიშები მთელი ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს. ახლა რუსული ინიციატივა პიკშია და ალბათ რამდენიმე დღეში გამოჩნდება უკეთესი სურათი.
- ბოლო 48 საათში უკრაინელებმა 3 რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი Su-34 და ერთი მრავალფუნქციური Su-35 ჩამოაგდეს. რუსები მხოლოდ ამ უკანასკნელის დაკარგვას აღიარებენ. რეალურად, როგორც ჩანს ავდიივკადან უკრაინელთა ევაკუაციის შემდეგ რუსებმა სიფრთხილეს ნაკლები ყურადღება დაუთმეს და ფრონტის ჩამოშლის იმედად უფრო ახლოს დაიწყეს ფრენა. ეს კი მათ საკმაოდ ძვირად დაუჯდათ.
- ევროპის მხრიდან უკრაინელთა შეიარაღებაზე დამატებითი აქცენტები გაკეთდა. დანია უკრაინას თავის მთელ საარტილერიო პარკს გადასცემს. გერმანიამ და საფრანგეთმა კი უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ეს მოკლე ვადაში იმდენად ბევრს არ ნიშნავს, რამდენადაც გრძელვადიან პერსპექტივაში. მომდევნო ათი წლის განმავლობაში გერმანია და საფრანგეთი უკრაინის აქტიურ შეიარაღებას აწარმოებს. აღნიშნული თანამშრომლობა კი შემდგომ უკრაინის ნატოს წევრობას კიდევ უფრო გაამარტივებს.
- ამ ფონზე აშშ-ში ბაიდენის კამპანია რესპუბლიკელების მხრიდან უმოქმედობასა და პრო-რუსული პოლიტიკის გატარებაზე აკეთებს აქცენტს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ კონგრესის ქვედა პალატა ახლა შესვენებაზეა გასული და რამდენიმე დღე პროცესები გაჩერებული იქნება. მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ზეწოლა გაამართლებს და გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული. ზოგიერთი რესპუბლიკელი ტრამპის სიტყვებს იმეორებს და უკრაინის დახმარებას სესხის სახით ითხოვს.
Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати