USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  655

2023 წლის 7-9 ნოემბერი უკრაინაში:

- ბოლო 48 საათია განსაკუთრებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, ხერსონის ოლქში, დასახლება კრინკის სიახლოვეს. უკრაინელებმა შეძლეს და გზის მონაკვეთსაც მიაღწიეს. აქამდე, უკრაინელთა მცდელობა შეექმნათ კონტროლის ზონა დნეპრის აუზის აღმოსავლეთით მხოლოდ ქალაქი ხერსონის მომიჯნავედ, დაჩებში მოხერხდა, ისიც მდინარე კონკას დასავლეთით. ახლა კი უკრაინელები ცდილობენ სუსტი წერტილის აღმოჩენის შემთხვევაში დაიკავონ ეს მონაკვეთი. ჯერჯერობით ვითარება დამაიმედებელია, რადგან ორდღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში რუსებმა უკრაინული პოზიციების აღება ვერ შეძლეს. ზოგადად, მდინარე დნერპისა და კონკას ჭაობიანი ზონა არავის კონტროლქვეშ არაა.

- ხერსონის ოლქში, შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სკადოვსკთან საოკუპაციო საჯარისო ნაწილი დაიბომბა. სავარაუდოდ, განეიტრალებულ იქნა რუსი ოფიცრობა. ბოლო დღეებია ასეთი ზუსტი იერიშები სამხრეთში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

- დონეცკის ოლქში ავდიივკაზე რუსული შეტევა გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ინტენსიური დაწოლისა უკრაინელები ინარჩუნებენ პოზიციებს. ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინელებმა დაკავებული რუსული პოზიციებიც კი გაათავისუფლეს. ბოლო სამი დღეა რუსები ქალაქს სამხრეთის ფლანგიდან უფრო აქტიურად უტევენ, ვიდრე ჩრდილოეთიდან.

- ხერსონის ოლქში კუპიანსკის რაიონში რუსული შეტევის ყველა მცდელობა ჩაიშალა. არიან ტყვეებიც.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის