2023 წლის 12-13 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:
- დონეცკის ოლქში ავდიივკაზე ფლანგური რუსული შეტევა გრძელდება, მაგრამ შეტევის შედეგად მიღებული რუსული ზიანი ძალიან დიდია. საუბარია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკის - ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, არტილერია და სხვა - სრულ განადგურებაზე ან მიტოვებაზე. ამ მასშტაბის ასე მოკლე პერიოდში დანაკარგები წელს შეიძლება არც კი ყოფილა უკრაინაში. არის შეცდომებიც - გაშლილ მდელოებზე გადაადგილებისას რუსებმა ერთმანეთის ტექნიკაც დაბომბეს და დანაღმულ ველებზე პირდაპირ გაიჭრნენ. რამდენიმე ადგილას ტექნიკა ტალახშიც ჩარჩა. საჰაერო მხარდაჭერა რუსებს აქვთ, მაგრამ ამ ფონზე უკრაინელებმა რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს.
ამ იერიშისას ჩანს, რომ უკრაინელებს იმაზე კარგად აქვთ გამაგრებული ავდიივკა, ვიდრე რუსები ელოდნენ მას. აშკარაა, რომ კიევს როტაციის რესურსიც აქვს, რადგან უწყვეტად ავდიივკას ერთი და იგივე ელიტური დანაყოფი ვერ დაიცავდა. ამაზე თავად რუსები ბრაზობენ და ამბობენ რომ ჩვენი ენერგია და მოტივაცია იფიტება და მხოლოდ მობილიზებულებით ივსება, ხოლო უკრაინულ არმიას პროფესიონალური ჯარის გამოყენება შეუძლიაო.
რუსები ავდიივკაზე დაწოლას აგრძელებენ. იყენებ მოტოციკლეტებსა და სამოქალაქო მანქანებსაც კი. პრაქტიკულად ყველა სახის შეიარაღებით მიმდინარეობს დაწოლა. აშკარაა რუსები ამ იერიშისათვის დიდი ხანია ემზადებიან.
ავდიივკას დასაცავად მუშაობენ უკრაინული დრონებიცა და უკრაინული ავიაციაც. პრაქტიკულად ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონადაა ქცეული დასახლების ჩრდილო და სამხრეთ აღმოსავლეთი.
ჯერჯერობით ავდიივკაზე რუსული დაწოლა სრულად არ მოგერიებულა.
- ავდიივკას სამხრეთით, მარიინკასაკენაც ცდილობენ რუსები გააქტიურებას. იბომბება მარიინკას შემოგარენი, თუმცა ცენტრში რუსების გადაადგილება ჩავარდა. უკრაინელებს ძალიან მყარად უჭირავთ პოზიციები. ზოგადად, მარიინკა და ავდვიივკა ის საკვანძო ქალაქებია, რომელიც რუსული შეტევის წარუმატებლობის სიმბოლოდაა ქცეული. სწორედ ამიტომ უტევენ გაშმაგებით მათ.
- ყირიმში, სევასტოპოლში აფეთქებების სერია გრძელდება. ხანძარი იყო პორტის ზონაში. უცნობია დეტალები, მაგრამ სავარაუდოდ დაზიანებული რუსული საბრძოლო ხომალდი - Буян-ის კლასის კორვეტი, რომელსაც ფრთოსანი რაკეტების გადატანა შეეძლო.
- კვლავ გრძელდება რუსეთის ბრიანსკის ოლქის უკრაინის მომიჯნავე ტერიტორიის დაბომბვა. სამიზნეები ქარხნები, გზები და რკინიგზაა. ბრიანსკიდან რუსები წერენ რომ სატრანსპორტო ქალაქებში დაძინების გვეშინიაო.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე