USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  555
2023 წლის 30 სექტემბერი - 1 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:
 
- ბოლო 72 საათია აქტიური სარაკეტო იერიშები მიმდინარეობს უკრაინის მიმართულებით. აქტიურად იყენებენ დრონებსაც. აქტიურად იბომბება ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ზაპორიჟიას ოლქების სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქტიურად მუშაობენ და საშუალო წარმატების მაჩვენებელი 93% აქვთ, მაგრამ იმ ფონზე, რომ რუსები აქცენტს ინტენსივობაზე აკეთებენ ყველაფრის განეიტრალება ვერ ხდება. ამ ფონზე დაიბომბა ივანო ფრანკოვსკიც, დასავლეთ უკრაინაში. რუსები ბოლო თვეები აქტიურად აგროვებდნენ ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს და ახლა მასირებულ იერიშებს ახორციელებენ. მოსკოვს იარაღის აქტიურ მიმწოდებლად ირანი და ჩრდილოეთ კორეა ჰყავს.
 
- რუსებმა საარტილერიო იერიშები მიიტანეს ქალაქ ხერსონსა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. საარტილერიო დარტყმები გრძელდება მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, სადაც უკრაინელები კოზაჩი ლაჰერის სიახლოვეს მცირე პლაცდარმს ინარჩუნებენ. ვარაუდობენ, რომ რუსებმა ქვეითი დანაყოფების გადასროლაც მოახდინეს ამ მიმართულებაზე.
 
- რუსეთში დამატებით 130 ათასი ახალი სამხედროს მობილიზაცია და გადასროლა მოხდება ფრონტის ხაზზე. ამჟამად უკრაინაში დაახლოებით 400 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.
 
- უკრაინელებმა დღეს რუსეთის ქალაქი სმოლენსკის საავიაციო ინფრასტრუქტურა დრონების გამოყენებით დაბომბეს.
 
- უკრაინელების მიერ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით დაიბომბა ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის აეროპორტის მიმართულებაც.
 
- დრონებით იერიში იქნა მიტანილი სოჭის აეროპორტისა და პორტის მიმართულებით. მას შემდეგ რაც აფეთქების სერია რამდენიმე მონაკვეთზე განხორციელდა, ქალაქიდან ფრენები დროებით შეწყდა.
 
- დაიბომბა ადლერის სიახლოვეს მდებარე სამხედრო შვეულმფრენების პარკი, საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში.
 
- რუსებმა კონტრშეტევა წამოიწყეს რობოტინეს სექტორში. მოცემულ მომენტში ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ტოკმაკი-ორიხივის გზაზე რუსული სამხედრო კოლონა უკრაინელებმა დაბომბეს.
 
- კუპიანსკის მიმართულებაზე რუსული შეტევა სრულად იქნა შეჩერებული. ახლა ტენდენცია შეიცვალა: საარტილერიო დარტყმებს უკრაინელები ახორციელებენ რუსული პოზიციების მიმართულებით.
 
- ბოლო დღეებია ფრონტის ხაზზე აქტიურად მუშაობს HIMARS. ზაპორიჟიას ოლქში აქტიურად იბომბება რუსული იარაღის საწყობები. ერთ-ერთი მასირებული იერიში კოპანის მიმართულებით იქნა მიტანილი.
 
- აშშ-ს გაერთიანებულ შტაბს ახალი სამხედრო ხელმძღვანელი ჰყავს - საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი. ის ჯერ კიდევ 2020 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანად იქნა დასახელებული. მისი როლი მიმდინარე პოლიტიკის შემუშავებასა და დახმარების პოლიტიკის დადგენაში ძალიან დიდი იქნება.
 
- Telegraph-ის ცნობით ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი გეგმის დონეზე განიხილავს უკრაინაში საჯარისო ფორმირებების გადასროლასა და მარცვლეულის დაცვას, თუმცა პრემიერმა სუნაკმა უარყო ეს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი არ იქნება გადადგმული.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати