USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  279
2023 წლის 25-26 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინულმა დანაყოფები ინტენსიურ შეტევაზე გადავიდნენ სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში. ბრძოლა ნოვოპროკოპივკას სიღრმეში მიმდინარეობს. ამაზე თავად რუსებიც წერენ. აშკარაა უკვე არსებული გარღვევის ეფექტურ გამოყენებას ცდილობენ. შეტევა სინქრონულიაო. ეს კი იმას ნიშნავს რომ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალაა ჩართული. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა დანაკარგები დიდი იყოს, მაგრამ იმ ფონზე რომ რუსი მცველები გადაღლილები არიან და როტაციისათვის საკმარისი ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ, ახლა ამ შეტევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მომდევნო დღეებში გამოჩნდება მეტი დეტალი.
- ამერიკული აბრამს ტანკები უკვე უკრაინაშია. სავარაუდოა, რომ მათ ფრონტის ხაზზე რამდენიმე დღეში აქტიური მოქმედებებით ვიხილავთ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და თავდაპირველად მხოლოდ მცირე რაოდენობაზეა საუბარი. თუკი მისი ეფექტურობა დადგინდა დამატებით კიდევ ჩავა ისინი. რუსებმა უკრაინელებს შემოუთვალეს, მაგ ტანკებსაც დავწვავთო.
- სოროკინეში, ლუგაკნსკის ოლქში, რუსეთის საზღვართან რუსული იარაღის საწყობი დაიბომბა და განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები საზღვრისპირა ტერიტორიებზე, ფრონტიდან 200-250 კმ-ს დაშორებით ასაწყობებენ თავიანთ ამუნიციას, მაინც, უკრაინელები მაინც სწვდებიან მათ.
- კვლავ დაიბომბა კურსკისა და ბელგოროდის ოლქები. დაზუსტებით არაა ცნობილი რა იყო უკრაინელთა სამიზნე, მაგრამ ზოგიერთი რუსული არაფორმალური წყარო უკრაინულ იერიშზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში კვლავ ასაფრენი ბილიკი იყო სამიზნე ხოლო ბელგოროდის ოლქში ენერგოიფრასტრუქტურაო.
- ერთი კვირაა ყირიმში აფეთქებები არ წრდება. ამჯერადაც, სამიზნე სევასტოპოლთან ერთად ჯანკოიცაა. გამუდმებული იერიშები, თუნდაც დრონების გამოყენებით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადატვირთვასა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგის შემცირებაზეა ორიენტირებული, ხოლო ამ გადატვირთვისას უკრაინელებმა კვლავ შეიძლება გააპარონ და ზუსტად მოარტყან სამიზნეს თავიანთი ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტები.
- ამის საპასუხოდ რუსებმა დაბომბეს ოდესა და დუნაისპირა პორტები: იზმაილი და რენი. ოდესის დაბომბვას სასტუმრო "ოდესას" განადგურება მოჰყვა. ხოლო დუნაისპირა პორტებზე იერიშით რუსეთი სანაოსნო მიმოსვლის შეზღუდვას ცდილობს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
 
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way