USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  536
2023 წლის 18-19 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინელებმა Storm Shadow-ს გამოყენებით იერიშები მიიტანეს ზაპორიჟიას ოლქის ქალაქებში - ტოკმაკსა და მელიტოპოლში - მდებარე რუსულ სამეთაურო პუნქტებზე. ასეთ პუნქტებზე დარტყმები მაღალი რანგის ოფიცრების განადგურებაზეა ხოლმე გათვლილი.
- უკრაინელების მიერ დაიბომბა დონეცკის სეპარატისტების სამთავრობო-ადმინისტრაციული შენობა.
- დადასტურდა რომ რუსების საჰაერო სადესანტო ძალების 31-ე ბრიგადის პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი იქნა მოკლული. მისი რანგის და გამოცდილების ოფიცრობა ბევრი არ ჰყავს რუსეთს.
- ხარკივის ოლქში, რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს. მსხვერპლი მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობაშია. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური სხვაობაა რუსებსა და უკრაინელებს შორის: უკრაინელები ცდილობენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისაგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, მაშინ, როდესაც რუსული გათვლა სამოქალაქოების განადგურება და მოსახლეობაში შიშის ჩანერგვის უშედეგო მცდელობაა. უკრაინელთა მხრიდან ამას პრაგმატული ხასიათიც აქვს: ისინი არ ხარჯავენ თავიანთ შეიარაღებას სამოქალაქო სამიზნეებზე, რომელთა განადგურებასაც არავითარი სამხედრო სარგებლის მოტანა არ შეუძლია და პოლიტიკურად დამაზარალებელი შეიძლება იყოს.
- უკრაინელები სვატოვესთან, ლუგანსკის ოლქში კვლავ აქტიურობენ. ეს საკმაოდ საინტერესო ნიშანია, რადგან ორი დღის წინ რუსული შეტევის ჩავარდნის შემდეგ უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და კვლავაც ცდილობენ აქტიურობას. როგორც ჩანს, სულ რომ არავითარი წარმატება არ იყოს უკრაინელთა დაწოლას რუსების ფოკუსის სვატოვეზე დაბრუნება მაინც იქნება.
- უკრაინელთა განცხადებით წინა კვირაში რუსული სამხედრო-საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვის" დაზიანება ან ჩაძირვა დასტურდება. რუსული ფლოტი პრაქტიკულად ეჯაჭვება პორტებს.
- რუსული აუფეთქებელი დრონი აღმოაჩინეს ტიულენოვოში, ბულგარეთის ტერიტორიაზეც. ეს მესამე დრონია, რომელიც ნატოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ბულგარელმა სამხედროებმა დრონი ააფეთქეს.
- გაეროს ტრიბუნიდან ზელენსკი მიმართავს შეკრებილ ლიდერებს და უკრაინის დახმარებისაკენ მოუწოდებს, რათა მეორედ ასეთი მასშტაბის აგრესიის განხორციელება აღარავის მოუვიდეს თავში. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ცივილიზებულ მსოფლიოს მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან ეს ყველას უსაფრთხოების პრობლემაა. პრეცედენტი ყოველთვის ყველას უსაფრთხოების პრობლემაა.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
მერი - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати