USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  820

2023 წლის 16-17 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

- ბახმუტის სამხრეთით, ანდრიივკას გათავისუფლების შემდეგ კლიშჩიივკაც თავისუფალია. კლიშჩიივკას დაკარგვა ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთის ფლანგის კონტროლისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს - ის არამხოლოდ რკინიგზის ხაზზე მდებარეობს, არამედ ბახმუტისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ცენტრალურ ფარს ქმნიდა. მეტიც, დღეს უკრაინელებმა ბახმუტი-კლიშჩიივკას გზაზე რუსულ პოზიციაზე მიიტანეს საარტილერიო იერიში და იარაღის საწყობი და სამხედრო შეჯგუფება გაანადგურეს.

ამასთან, ცნობილია, რომ რუსებმა ანდრიივკას შენარჩუნების მცდელობისათვის იმაზე დიდი ძალები დაკარგეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რუსი ოფიცრები აიძულებდნენ სამხედროებს ისეთი პოზიციების კონტროლს, რომლის შენარჩუნებაც მოცემულ პირობებში თითქმის შეუძლებელი. ერთი თვე ანდრიივკა რეალურ ხორცსაკეპად იქცა. ასეთი რამ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კლიშჩიივკასა და მის შემოგარენში.

- უკრაინული პორტების ბლოკადა რუსეთს ძალიან უჭირს. ყოველდღიურად რუსულ სამხედრო-საპატრულო ხომალდებზე თავდასხმები ან თავდასხმის მცდელობები გრძელდება, რაც რუსულ ხომალდებს პორტებიდან გასვლას ურთულებს. ამ ფონზე უკრაინის პორტები სატვირთო ხომალდებისათვის ფაქტია რომ ჩაკეტილი ვერ და არ არის.

- მარცვლეულის საკითხზე პოლიტიკური თვალსაზრისით ცოტა უფრო რთულადაა საქმე უკრაინის სახმელეთო საზღვრებზე. უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი უარს აცხადებენ უკრაინული ხორბლის მიღებასა და გატარებაზე. პოლონეთს ეშინია უკრაინული ხორბლის ქვეყანაში შედინება, რადგან ჭარბი მიწოდება ადგილობრივი ხორბლის ფასს დააგდებს. იმ ფონზე, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ მხარეებში მცხოვრები აგროსფეროში მომუშავე პოლონელების მხარდაჭერაზე დგას და რამდენიმე კვირაში არჩევნებიცაა, ისინი ერიდებიან უკრაინული ხორბლის ქვეყანაში შედინებას. მსგავსი მიზეზი იქნა წამოყენებული უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდანაც. თუმცა ბრიუსელი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მოუწოდებს ამ ქვეყნებს გადახედონ თავიანთ მიდგომას.

- ლუგანსკის ოლქში, სვატოვესაკენ მიმავალ გზაზე მდებარე რაიჰოროდკას მიმართულებიდან რუსები შეტევაზე გადავიდნენ. იერიშის ჩავარდნის შემდეგ უკან, ისევ საკუთარი პოზიციებისაკენ გადაინაცვლეს, რასაც უკრაინელთა მხრიდან საპასუხო საარტილერიო დარტყმები მოჰყვა. ასეთი ჩავარდნილი შეტევებისას რუსეთს გამორჩეულად დიდი აქვს ხოლმე დანაკარგი.

- შეტაკებები გრძელდება სამხრეთში, ზაპორიჟიაში, ვერბოვესა და ნოვოპროკოპივკას მისადგომებთან. არიან ტყვეებიც. საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით რთულია. შეზღუდულია ინფორმაციაც. ISW-ს ცნობით რუსებს პოზიციების შენარჩუნება ძალიან უჭირთ. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ რუსები ახალ თავდაცვის ზღუდეს უშუალოდ ტოკმაკის სიახლოვეს ამაგრებენ. სავარაუდოდ, უჭირთ უკვე ჩამოშლაზე მყოფი პირველი ხაზის შენარჩუნება, რის გამოც ახორციელებენ მეორე ხაზის გამაგრებას.

- ვაშინგტონპოსტში დაწერილ სტატიაში რუსეთის კლანურ სისტემაზე საუბრისას აღნიშნული იყო ერთი დეტალი: პუტინმა იცის, რომ შოიგუ ძალიან სუსტი თავდაცვის მინისტრია, მაგრამ სწორედ ამავე მიზეზით ტოვებს ის მას თანამდებობაზე. მარტივად რომ ვთქვათ როცა დრო მოვა განტევების ვაციც შეუძლია ჰყავდეს. ამასთან, მას არ მოსწონს წარმატებასთან ასოცირებული კადრები, მით უფრო პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ. მას უნდა, რომ გამარჯვება მას მიეწეროს, ხოლო მარცხი - სხვას.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის