USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
რა უნდა ვიცოდეთ ტყვიაზე და ტყვიით დაბინძურებულ ჭურჭელზე
Date:  

ტყვია და ეკოლოგია

 ტყვიით და მისი ნაერთებით გარემოს დაბინძურება ყველაზე მწვავე და საშიშია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის, იქ სადაც მეტალურგია არის განვითარებული. გარემოში ტყვიის მიგრაცია ხდება ფერადი მეტალურგიით, საიდანაც ამ ლითონის 94% ატმოსფეროში გამოიყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულ ქალაქებში გარემოს ტყვიით დაბინძურება უმწვავესია, მაინც ითვლება, რომ ჰაერის ტყვიით დაბინძურების ძირითადი წყაროა ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმრაება ავტომობიებისთვის. საავტომობილო გზით ყოველწლიურად გამოიყოფა ატმოსფეროში ტყვიის 10 მილიარდი აბსოლუტურად ლეტალურ დოზა.

გამოყენებული, ვადაგასული ბატარეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტყვიით დაბინძურებაში, ტყვიის ნაერთებით ნიადაგისა და წყლის მოწამვლაში.

დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში გარემოს ასეთი მასშტაბური დაბინძურების ნიშანია წყლის დაბინშურებაც. მაგალითდ, მდინარის წყლები წელიწადში 17-18 ათასი ტონა ტყვიას ატარებს.

 ტყვია გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს ინტელექტის დაქვეითებას, იწვევს ფსიქიკურ და მენტალურ პრობლემებ, სმენის და მხედველობის კოორდინაციის დარღვევას. უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც იწვევს გულის დაავადებებს. ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის და, პირველ რიგში, ბავშვების ჯანმრთელობაზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ტყვიით ინტოქსიკაციაზე. 

 პროფესიული საქმიანობის შედეგად ინტოქსიკაციებს შორის პირველ ადგილზეა ტყვიით ინტოქსიკაცია და არის მისი გაზრდის ტენდენცია. ტყვიის ზემოქმედებით დაზარალებულ მუშაკებს შორის დაახლოებით 40% ქალია. მათთვის ტყვია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ამ ელემენტს აქვს უნარი, შეაღწიოს პლაცენტაში და დაგროვდეს დედის რძეში. როგორც წესი, ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება ზამთარში, რაც დაკავშირებულია საწვავის წვის პროდუქტების დამატებით გამონაბოლქვთან ატმოსფეროში. წლის ამ პერიოდში არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები ასევე ხელს უწყობს ტყვიის დაგროვებას ატმოსფეროს ქვედა ფენებში.

  ჩვენს დედაქალაქში ეს თემა ყველაზე აქტუალურია, ვინაიდან ქალაქში ავტომობილები და ავტოსადგომი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად იზრდება ტყვიის რაოდენობაც ჰაერსა და ნიადაგში.

 დაბალი დნობის, ადვილად დასამუშავებელი ტყვია დღეს ფართოდ გამოიყენება. ტყვია გამოიყენება საკაბელო გარსების, ბატარეის ელექტროდების და ანოდების დასამზადებლად, რომლებიც გამოიყენება ქრომირებული მოპირკეთებაში; იგი გამოიყენება გოგირდმჟავას შესანახად განკუთვნილი ჭურჭლის შიგნიდან დასაფარად, ასევე გამოიყენება მაცივრის ხვეულებისა და აღჭურვილობის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილების დასამზადებლად. ტყვია კარგად შთანთქავს რენტგენის სხივებს და რადიოაქტიურ გამოსხივებას და გამოიყენება რადიაციული დაცვისთვის რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მუშაობისას. გამოიყენება ტეტრაეთილის ტყვიის (TEP) და სხვა ტყვიის ნაერთების წარმოებისთვის.

ტყვიით დაბინძურებული ჭურჭელი

 რა მოსდის სადილს ტყვიითა და ალუმინით დაბინძურებულ ჭურჭელში

ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე გავრცელებულმა და პოპულარულმა სამზარეულოს ჭურჭელმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე

 ახალი კერძები

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ფოლადის ახალი ქვაბებით მომზადებულ კაკვებზე. მიიღეს საგანგაშო შედეგი: ტომატის სოუსის ექვსსაათიანი დუღილის შემდეგ საკვებში ქრომის კონცენტრაცია შვიდჯერ გაიზარდა! ნიკელში - 26-ჯერ! მართალია, ყოველი გამოყენებისას ლითონების გამოყოფა მცირდებოდა საბოლოოდ კი კვალიც გაქრა, მაგრამ ექსპერტები გვირჩევენ, ახალი კერძების მომზადებისას საგულდაგულოდ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭურჭელი.

ქიმიკოსები გვირჩევენ, ახლი ჭურჭლის გამოყენებამდე, რამდენჯერმე წამოვადუღოთ წყალი და გადავღვაროთ, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ სადილის მოსამზადებლად მათი გამოყენება.

 ტეფლონი და კერამიკა

არაწებვადი ჭურჭელი - ტეფლონიც და კერამიკაც - სხვა საფრთხეს მალავს. ტეფლონის საფარი, როგორც წესი, კერამიკაზე მეტ ხანს ინარჩუნებს თვისებებს - არ მიიკრას ჭურჭელი - ტემპერატურული ცვლილებების გამო ადვილად იბზარება. გამოყენების დასაწყისში იდეალურად ასრულებს ამ ფუნქციას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს ამ თვისებას. თავად მწარმოებლები გვირჩევენ ტაფების შეცვლას საშუალოდ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ (დამოკიდებულია გამოყენების ტიპსა და ინტენსივობაზე).

 მინა

შუშის ჭურჭელი ასევე შეიძლება საშიში იყოს - ზოგჯერ ის სკდება და იმსხვრევა. პრობლემა ყველაზე ხშირად წარმოების დეფექტია - ან არასწორი გამკვრივება ქმნის ზედმეტ საფრთხეს, ან ჰაერის მიკროსკოპული ბურთი რჩება მასალაში.

 „ნატურალური“ ჭურჭელი

ეგრეთ წოდებულ „ბუნებრივი“ მასალისგან დამზადებული ჭირჭელი, მაგალითად თიხის ნაკეთობები შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს. საფრთხე უკავშირდება იმ საღებავებს, რომელიც დეკორაციის მიზნით არის გამოყენებული ჭირჭლის გასალამაზებლად. გარდა ამისა, ყველა მწარმოებელი კარგად არ აკონტროლებს თიხის შემადგენლობას და ის შეიძლება გახდეს მძიმე მეტალების წყარო. საღებავები, რომლებიც გამოიყენება რგოლებისა და ნიმუშების დასაყენებლად, ხშირად შეიცავს ძალიან ბევრ ტყვიას და კადმიუმს. ეს ლითონები ორგანიზმში გროვდება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

 კრისტალი

ასევე არის პრეტენზიები დახვეწილი ბროლის ჭურჭელთან მიმართებაში. იგი მზადდება მინაზე ტყვიის ოქსიდის დამატებით, რომელიც ცვლის სინათლის რეფრაქციას. თუ ღვინო ან ძმარი დიდხანს დარჩა კრისტალში, ტყვია გამოიყოფა სითხეში. თუმცა, სხვა სითხეები პრაქტიკულად არ იწვევენ ლითონის მიგრაციას.

 ალუმინი

ალუმინი იმსახურებს ცალკე გამოძიებას. მისი ატომები ადუღებისას შედიან წყალში და რძეში. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია მჟავე გარემოში – მაგალითად, კენკრის ან ვაშლის მომზადებისას, სადაც ბევრი ორგანული მჟავაა. ისინი რეაგირებენ ალუმინისთან და ორგანიზმში მარილების სახით შედიან.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way