USD 2.5979
EUR 2.9128
RUB 3.1404
Tbilisi
რა წესები უნდა დავიცვათ საქმიანი მოლაპარაკებებისას და როგორია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესეტიკეტი
Date:  2035

ინტერვიუ იურისტ და ფსიქოლოგ ანა ჯალაღონიასთან

– ბიზნესსამყაროში ეტიკეტის ნორმების დარღვევა შესაძლოა რეპუტაციის დაკარგვადაცკი დაგიჯდეთ. განვიხოლთ, როგორ შეიძლება რომ ჩვენმა რაიმე ქცევამ, თუნდაც ჟესტმაც მოგება მოგვიტანოს საქმეში. რომ ავხსნათ რა არის ეტიკეტი, ვინ აყალიბებს ამ ნორმებს და ზოგადად ბიზნესეტიკეტი რამდენად ახლოს არის საქართველოსთან და რამდენად იცავენ წესებს?

-ეტიკეტი თავისთავად გულისხმობს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც ზნეობრივ საკითხებსაც მოიცავს და ასევე იმ ყოველდღიური მანერებისა და ჟესტიკულაციების ოირობებს. თვითონ თავად საქმიანი ეტიკეტი განვითარდა მეოცე საუკუნეში. თუმცა საქართველომდე სრულად დღემდე ვერ მოუღწევია. განაპირობებს ამ პრობლემატიკას ჩვენი მენტალიტეტი და ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იმ წესებისადმი, რაც საერთო საქმიან სფეროში მიღებულია. მაგალითად, ყველაზე მარტივი რაც არის, ეს არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, უფრო ნორმებზეა დამოკიდებული, ანუ ტრადიციებზე, ვიდრე – საქმიან ურთიერთობებზე. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს.სადაც ჩვენ ტრეინინგებს ვატარებთ ხოლმე პერიოდულად იქ ყველაზე ხშირი და აქტუალური კითხვა არის სწორედ ამ ურთიერთობაზე – ქალისდა მამაკაცის ურთიერთობა ბიზნეს სფეროში. ქალი და მამაკაცი არსებობს ორი პროფესიონალი, რომლებიც თანაბარი უფლებებით სარგებლობს და წესებიც თანაბრად უნდა დაიცვან.

-ანუ ეს ეხება იგივე კარის გაღებას…

-მისალმების წსები, კარის გაღება ამასთან გვქონდა 7 კითხვა. უღებს თუ არა მამაკაცი ქალს კარს? კარს აღებს ის, ვინვ პირველად მოხვდება კართან.ეს პირდაპირ გაწერილი წესით არის, თუმცა საქართველოში ცოტა ჯენტლმენური დამოკიდებულებით უდგებიან ამ საკითხს.მამაკაცი აღებს უფრო კარს. ან თუნდაც ხელის ჩამორთმევის აკითხი, რაც ერთ-ერთი კითხვა იყო.ჩვენ სტატისტიკა შევადგინეთიმ ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რაც საქართველოში აღიქმება ბიზნეს სფეროში. პირველად ხელი უნდა ჩამოართვას ან მასპინძელმა, ან რანგით უფრო მაღალმა პირმა. შემდეგი კითხვა იყო მისალმებისას წარადგენდნენ თუ არა ქალს. ყოველთვის რანგით უფროსი წარადგენს რანგით უმცროსს.ამ შემთხვევაში იერარქიულობას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, რომელი სქესის წარმომადგენელია. ყველაზე ხშირი სეკითხვა იყო და ყველაზეე მტკივნეულად განიცადეს თანხას ბიზნეს ლანჩის დროს ვინ იხდის. რა თქმა უნდა მამაკაცი იხდისო, არა ამის ორი წესი არსებობს მასპინძელი მხარე არის ინიციატორი, რომ ბიზნეს ლანჩი შედგეს, მაგრამ თუ ორივე მხარეა თანაინიციატორი იმისა, რომ განიხილონ გარკვეული ბიზნეს საკითხები, ამ ემთხვევაში ცნობილი, რომ ორივე მხარე იხდის თანაბარ წილად.მნიშვნელობა არ აქვს ამ სემთხვევაში ქალია, თუ მამაკაცია არანაირი.

-მაინც ალბათ ეს ეტიკეტი არის ისეთი რაღაც, რაც თაობიდან თაობას კოდურად გადაეცემა?

-ეს სხვა საკითხია, თუმცა ის წესი, რომ მასპინძელი იხდის საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულია, თუ ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენ ვიხდით, ეს საქართველოშიც ასეა. წესით, რომ თანაბარუფლებიანია გადახდის დროს ქალი და მამაკაცი და თანაბარ ანგარიშს ითხოვს ეს საქართველოს სუფრაზე ნამდვილად არ არის დამკვიდრებული ცალ-ცალკე გადახდის.

-რამდენად ქმნის ეტიკეტისც ნორმების მცირე დეტალები თუნდაც კომფორტს საქმიანობაში, ან რამდენად შეიძლება, რომ შეუშალოს ხელი რაიმე სახის მოლაპარაკებას?

-ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ცნობილი, არ დავასახელებ კომპანიას, რომელიც დააფუძნეს და მოქმედებენ დღესაც უცხოელები წესი, რომელიც მათთვის იყო აუცილებელი გამოაკრეს ფოიეში ჩარჩოში ჩასმული დოკუმენტის სახით და რა ეწერა იქ – ერთმანეთს ვესალმებით ათი ნაბიჯის სიშორით თავის დაქნევით, ხუთი ნაბიკის სიშორით ხმოვანი მისალმებით. ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა ბიზნეს ეტიკეტის დროს. მაგალითად, თუ ხელის ჩამორთმევა სუსტია ეს არაპროფესიონალიზმის ნიშანია.თუ ხელის ჩამორთმევა მკაცრია და უხეშად ართმევ ხელს ნიშნავს, რომ აგრესიული საქციელის პიროვნება ხარ, გაუწონასწორებელი ადამიანი ხარ და შეიძლება ნებისმიერ დროს მიღალატო, ანუ ცოტა ფსიქოლოგიაც ერთვება ამ ჟესტიკულაციის დროს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რაც ხშირად არის პრობლემა დერეფანში ვინ ესალმება, უფრო ესალმება რანგით უმცროსი. წვრილმანს იმდენი მნიშვნელობა მიანჭა ამ პიროვნებამ, რომ 110 წესი იყო, სხვათაშორის, 110 რიცხვი ეს სიმბოლურია, რადგან ჯორჯ ვაშინგტონის ქცევების კრებული იყო 110 წესისგან შემდგარი. ზუსტად ვის რა ფუნქციები და მოვალეობები ქონდა დახვედრისას და ა.შ. ანუ ამ ადამიანმა ეს 110 წესი გამოაკრა ფოიეში და სავალდებულო იყო მისი ცოდნა ზეპირად. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მართლა სერიოზულად დიდი პრობლემები შეიქმნება ამ კუთხით საქართველოში, რაც არა ნაკლები პრობლემა არის დავუშვათ ელემენტარულს ვსაუბრობ რაღაც დამატებით წესებზე, რომელიც უკვე რანგობრიობას მოითხოვს, როცა რანგით მაღალ პოზიციაზე ხარ უნდა იცოდე ეს და დანარჩენი წესებიც. მაგრამ აი, სტანდარტზეც თუნდაც კარის დაკაკუნება და 4 პირზე ნაკლები თუ ზის ოთახში პოტენციურად ვაკაკუნებთ. თუ 4-ზე მეტი ზის არ ვაკაკუნებთ, ანუ ითვლება, რომ საერთო სარგებლობის ოთახია და დაკაკუნებას არ საჭიროებს. თუ პირს ყავს მდივანი მას დაკაკუნება არ სჭირდება და ასეთი ელემენტარულ ნიუანსებზეა საუბარი, რომელიც სამწუხაროდ ალბათ იმ რეალობიდან, რაც ჩვენ გვქონდა ამოვარდა საქართველო საქმიანი ურთიერთობიდან, ის წლები ომიანობა იყო, შემდეგ რიგი პრობლემები დაემთხვა და აი, ეს ვარდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით საკმაოდ ცუდად დაეტყო ჩვენს საქმიან ურთიერთობას.

-თუმცა, რეალურად არა მხოლოდ თანამშრომლებთან ურთიერთობა, შესაძლოა ზოგადმა წესებმა კლიენტთან ურთიერთობაშიც საკმაოდ დიდი მოგებაც მოუტანოს თანამშრომელს და ასევე კომერციული წაგებაც შესაძლოა მოხდეს და ბევრ თანხას ხარჯავენ კომპანიები იმაში, რომ საკუთარი თანამშრომლები გადაამზადონ კლიენტებთან ურთიერთობაში და მოიცავ ეს კლიენტებთან ურთიერთობის წესები ბიზნეს ეტიკეტს?

-თავისთავად და უპირველესად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი დონისათვის ვსაუბრობთ ბიზნეს ეტიკეტზე და რა სახის ბიზნეს ეტიკეტზე ვსაუბრობთ. ანუ კორპორაციული ეტიკეტი ერთი საკითხია, იქ იყოფა ზუსტად არის გაწერილი წესები, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყნებში, რომელი რანგის მენეჯერია, ხელმძღვანელია, ვის რა სახის ეტიკეტი ეხება. ცალკე არის შეხვედრების ეტიკეტი. ელემენტარულს ვამბობ, არ ვამბობ იმ დეტალებზე, რაც გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. ეს არის დახვედრა სტუმრის (დელეგაციას ვგულისხმობ), ვინ ხვდება დელეგაციას, სტუმარ დელეგაციას ყოველთვის ხვდება იგივე რანგის პირი, რა რანგიც ჩამოდის. შეიძლება ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ საქართველოში ცოტა არ იყოს, თუნდაც პოლიტიკური კუთხით ძალიან ხშირად გვემართება ლაფსუსები, ძალიან ბევრი შენიშვნები მექნებოდა მე, როგორც ამ საკითხის შემსწავლელ პირს ჩვენს პოლიტიკოსებთან. იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალს. ჩვენს ქვეყანაში ამას არსებითად არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ევროპაში, როდესაც თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა, ელემენტარულს გეტყვით საქმიან შეხვედრაზე ევროპას ვგულისხმობ, შეიძლება ჩაიშალოს შეხვედრა გამომდინარე პირის სამოსისა, რომელიც მას აცვია. შესაძლოა ცუდად არ ეცვას, მაგრამ არ ეცვას იმ შესაბამისობაში, რასაც ეტიკეტი ითვალისწინებს, რაც ეტიკეტს მოეთხოვება. მამაკაცს აქვს ცოტა უფრო მკაცრი მოთხოვნები, ელემენტარული წინდაც კი უნდა იყოს ან ტონით მუქი სამოსზე, ან ტონით უფრო ღია. სხვა ფერის წინდა არ შეიძლება. აი, ამასაც ექცევა ყურადღება. რატომ მომყავს ასეთი მცირე მნიშვნელობის დეტალი ჩვენთვის, მაგრამ ევროპაში ამას აქვს მნიშვნელობა. თუ ვერ გათვლი სამოსს, არ გეპატიება. ეს ნიშნავს შენს არაპროფესიონალიზმს შენი საქმის კუთხითაც. ანუ გამომდინარე აქედან, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა სამოსსაც, დაჯდომის მანერასაც, საუბრის მანერასაც და ა .შ. რა რიგითობით მოგვყავს არგუმენტები, ანუ 13 წესი არსებობს მოლაპარაკების. ცნობილია და იქ მითითებულია სიტუაციის მიხედვით რა რიგითობით ვსაუბრობთ, რა რიგითობით მოგვყავს არგუმენტები და ა. შ.

-ჩაცმის სტილს ზოგადად უცხოეთში არის ეს პროტოკოლი სამსახური, რომელიც ეხმარება კონკრეტულ პირს ამ ყველაფრის დაგეგმვაში, თვითონ ურჩევს ფერს, ყველაფერს. საქართველოში სამწუხაროდ ეს ჯერ არ არის დანერგილი, სახელმწიფო უწყებებში ნაწილობრივ დანერგილია, თუმცა ჩაცმა მაინც ისეთი რაღაცაა, რომელსაც არასდროს არავინ არ პატიობს, თუ რომელიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი შეუსაბამოდ ჩაცმული გამოცხადდა რომელიმე შეხვედრაზე. მაინტერესებს ვინ უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი?

– მე ვთვლი, რომ ეს წესები და ეს ცოდნა უნდა მიიღოს პირმა, როდესაც გადამზადებას გადის, ან რაიმე სახით ახალ პოზიციაზე ტრენინგებს გადის. ამ შემთხვევაში უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ, თუ არ მივაწოდეთ ინფორმაცია. დრეს-კოდი საკმაოდ მკაცრია, ყველა იერარქიის მიხედვით სხვადასხვაა, მაგრამ საერთო წესები რა არის 4 ფერზე მეტს არ ავურევთ, არ შეიძლება, თუ ქალბატონს ზედა ღია ფერის აცვია და ღიაა, არ შეიძლება მინი ქვედა ბოლო იყოს, ანუ ამ შემთხვევაში თუ ზედა ღიაა, ქვედა დახურული უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სრულად შავი სამოსი. ტრაურის ტიპის, სრულად შავი სამოსი შეიძლება მხოლოდ დღისით დიპლომატიურ შეხვედრებზე, მხოლოდ და მხოლოდ ღია ფერის აქსესუარების გაზავებით. თუ საღამო შეხვედრაა, აქ შეიძლება უკვე კოქტეილი სამოსი. დღისით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მკვეთრი მაკიაჟი, წითელი ტუჩ- საცხი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დღეს საქართველოში. მე მივესალმები, რომ რეესტრის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მომეწონა აქვთ კარგი დრეს-კოდი, მკაფიოდ გამიჯნულია მომუშავე პირი მომსვლელი პირისაგან, ძალიან მივესალმები ამას და ყველა სფეროში უნდა არსებობდეს განსხვავება მომსვლელსა და დამხვედრს შორის.

-როდესაც არ არის ვიზუალური კონტაქტი, იგივე სატელეფონო საუბრების, თუნდაც ინტერნეტით კავშირის დროს, ელექტრონული ფოსტით ან skype-თი დაკავშირების შემთხვევაში რ უნდა გაითვალისწინოს ორმა მხარემ, ან თუნდაც იმ მხარემ, რომლისგანაც მოდის ინიციატივა?

-საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს თითქმის ჩვეულებრივ სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენთან კარგადაა, ერთი პრობლემის გამოკლებით უნდა ავიღოთ ყურმილი აუცილებლად მე-4 ზარაამდე. თუ ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე გვირეკავენ ვესალმებით და აუცილებლად ვასახელებთ საკუთარ პოზიციას და რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩანიშვნა უნდა მოხდეს ყველა იმ საკითხის, რომელზეც ვერ გავცემთ პასუხს, მაგრამ ჩვენს კომპეტენციაშია ეს საკითხი. აუცილებლად გაითვალისწინო უნდა ის, რომ ყოველთვის ამთავრებს საუბარს ის, ვინც დაიწყო. ამ დროს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ხართ თუ არა რანგით უფროსი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ინტერნეტ კომუნიკაციებს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ე-მეილებით გაგზავნილ საქმიან წერილებს, რომელსაც აუცილებლად მისალმებით ვიწყებთ, პატივცემულო და იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცით ვის მივმართავთ, ქალბატონო – ბატონო იწერება ორივე. ტექსტის ბოლოს აუცილებელი და სასურველია მივამატოთ პატივისცემით ესა და ეს და ჩვენი პოზიციაც. რანგს აუცილებლად ვუმატებთ ბოლოს.

-ზოგადად სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი და ბიზნეს ეტიკეტის ნორმები განსხვავდება ერთმანეთისგან. განსაკუთრებით ალბათ ევროპასა და აზიას შორის არის განსხვავებული წესები? ვინ უნდა დაიცვას წესები, ვინც ჩადის ქვეყანაში და აქვს შეხვედრა, თუ თავისი ქვეყნის ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს? თუ სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროს?

-ამ შემთხვევაში პროტოკოლის შემდგენი პირი ადგენს რა წესები და მოთხოვნებია იმ ქვეყანაში, სადაც მივდივართ. განსხვავება, რა თქმა უნდა არის. ელემენტარულად ესპანეთში შეიძლება ისე ჩამოგართვან ხელი, ლამის მკლავი ჩამოგაგლიჯონ, ემოციური დახვედრა იციან. აზიაში პირიქით ზედმეტად კონსერვატიული მიდგომა არის მისალმების მიმართ, ანუ ორივე ხელით უნდა ჩამოვართვათ ხელი. ინგლისში ძალიან კონსერვატიული ქვეყანაა როგორც ცნობილია და ძალიან დიდი მოთხოვნებია, დავუშვათ რა კუთხით ქონდა ხელი, როცა გაუწოდე დამხვედრ პირს, ანუ თუ გადახრილი გქონდა, რომელ მხარეს გქონდა გადახრილი იმის მიხედვით დგება შენ დომინანტი მხარე ხარ, თუ პირიქით ის არის დომინანტი. თუ ზემოდან გვაქვს ხელი მიწოდებული, ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ვართ დომინანტი მხარე. თუ ხელის გული ჩანს მისალმების დროს, ვაფიქსირებთ, რომ ის არის დომინანტი მხარე. ინგლისი ზედმეტად მომთხოვნია ამ კუთხის მხრივ.

-ზოგადად, როგორც ვიცი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუნდაც იგივე ინგლისური წასვლა, როდესაც მხოლოდ მასპინძელს ემშვიდობები და არა ყველა შეკრებილ სტუმარს, ეს მეთოდი ინგლისში აღიარებულია, თუ არ მოსწონთ ეს ტაქტიკა ამ შემთხვევაში.

-ამ შემთხვევაში არის 2 გამონაკლისი. თუ ეს არის ბიზნეს ლანჩი შეგვიძლია მხოლოდ მასპინძელს დავემშვიდობოთ და სავალდებულო არ არის ყველას დაემშვიდობო, ანუ არაფორმალური შეხვედრა არის, ხოლო თუ შეხვედრა არის პროტოკოლის მიხედვით გაწერილი და უფრო მკაცრად არის ჩარჩოებში ჩასმული ყოველი ჩვენი საქციელი, ამ შემთხვევაში სავალდებულოა საერთო წესით დავემშვიდობოთ ყველას. შეიძლება ხმოვანი არ იყოს დამშვიდობება, მაგრამ აუცილებელია მზერით გადავხედოთ ყველას იქ მყოფთ და თავი დავუქნიოთ, ესეც საკმარისია.

-თურქეთში საქმიანი ეტიკეტის ფარგლებში მიღებულია სტუმრების, თუ ბიზნეს პარტნიორების დაპატიჟება აბანოში, ევროპული რანგის, მაგალითად ინგლისელი სტუმარი როდესაც ჩავა თურქეთში და მასპინძელი მას პატივისცემის ნიშნად წაიყვანს აბანოში, რამდენად მიიღებს ევროპელი ამას სწორად?

-ამ მხრივ ძალიან მომწონს ინგლისელის პოზიცია. იმიტომ, რომ ყველაფერზე ეტყობათ შეგნება და კულტურა. როცა მოდის ქვეყანაში, მან უკვე იცის ამ ქვეყნის ტრადიციები. ის არ ქმნის პრობლემას იმის მიხედვით, თუ იმ ქვეყანაში რა არის წესის მიხედვით მიღებული. ის ძალიან კომფორტულია ამ მხრივ. ის აუცილებლად წინასწარ არკვევს იმ ნორმათა მოთხოვნას, რაც დამხვედრ ქვეყანაში მიღებულია.

-რა არის ის დაუწერელი ეტიკეტი ბიზნეს ეტიკეტში, რომელიც ყველა ქვეყანაში აღიარებულია და არის ერთი სტანდარტი, ანუ მე როგორც ვიცი ამერიკიდან წამოვიდა ეს წესები თავდაპირველად.

-80-იან წლებში სწორედ როცა ხდებოდა დომინანტი კორპორაციების და ორგანიზაციების მიერ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მცირე კორპორაციების, მაგრამ მთავარი წესები რა არის აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას 1- როგორ გაცვიათ, უცხოელები აღგიქვავენ ჩაცმულობით, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რამდენად ძვირადღირებული სამოსი გაცვია, არამედ რამდენად სწორად გაცვია, თუ გაცვია ეტიკეტის ფარგლებში. 2 – აუცილებლად მისალმებას და ჟესტების კულტურას მიაქციეთ ყურადღება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი მომზადებული მივდივართ იმ თემატიკის ირგვლივ, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. პაუზები, ხმოვანი გამონათქვამები ვიწრო საუბრებს შორის, შეიძლება კარგად ვისაუბროთ, მაგრამ აი, ამან გაგვცეს. მნიშვნელოვანია და ფასდება პირის ემოცია. თუ პირს არ შეუძლია საკუთარი ემოციები აკონტროლოს, ის უკონტროლო იქნება ბიზნესშიც. მას ვერ დაეყრდნობი, როგორც პარტნიორს. ვერ გამოიყენებ მის სიტყვას, იმიტომ რომ ემოციებიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერ დროს გიღალატოს. მუდამ იყავით მომზადებული იმ საკითხში, რა საკითხთან დაკავშირებითაც გაქვთ შეხვედრა თუ საუბარი.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way