მე-19 საუკუნის დასაწყისში (1800-1839 წწ.) რუსეთის იმპერიაში გამოიცა სათამაშო კარტები (playing card).
სათამაშო კარტის ნაკრები სულ 60 ბარათისაგან შედგებოდა, თითოეული ეძღვნებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციას ან ტერიტორიას, რომელიც იმ დროს მოიცავდა ფინეთის დიდ საჰერცოგოს, პოლონეთს და რუსულ ამერიკას.
თითოეული ბარათის ერთ მხარეს ნაჩვენებია ადგილობრივი კოსტუმი და პროვინციის გერბი; მეორე მხარე შეიცავს რუკას.
ამ ბარათზე გამოსახულია საქართველო, უძველესი სამეფო, რომელიც რუსეთის მიერ 1801 წელს ანექსირებული იყო.
ბარათის ერთ მხარეზე არის გერბი და ქალი ეროვნულ სამოსში, მეორე მხარეს კი რუკა.

.კავკასიის მთებში მდებარე საქართველო დასავლეთით ესაზღვრებოდა შავ ზღვას და თურქეთს, სამხრეთით სპარსეთს (დღევანდელი ირანი), ხოლო კასპიის ზღვას დასავლეთით ესაზღვრებოდა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ტფილისი (დღევანდელი თბილისი). ბარათში მითითებულია, რომ მანძილი ტიფლისიდან პეტერბურგამდე იყო 2625 ვერსტი, ხოლო ტფილისიდან მოსკოვამდე 19051/2 ვერსტი. ვერსტი არის რუსული მანძილის საზომი, რომელიც აღარ გამოიყენება, უდრის 1,0668 კილომეტრს. მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.