USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რა საზღვრებში აღიარებდა რუსეთი საქართველოს - საინტერესო აღმოჩენა ეროვნულ კონგრესის ბიბლიოთეკაში
Date:  2035

მე-19 საუკუნის დასაწყისში (1800-1839 წწ.) რუსეთის იმპერიაში გამოიცა სათამაშო კარტები (playing card).

სათამაშო კარტის ნაკრები სულ  60 ბარათისაგან შედგებოდა, თითოეული ეძღვნებოდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციას ან ტერიტორიას, რომელიც იმ დროს მოიცავდა ფინეთის დიდ საჰერცოგოს, პოლონეთს და რუსულ ამერიკას.

თითოეული ბარათის ერთ მხარეს ნაჩვენებია ადგილობრივი კოსტუმი და პროვინციის გერბი; მეორე მხარე შეიცავს რუკას.

ამ ბარათზე გამოსახულია საქართველო, უძველესი სამეფო, რომელიც რუსეთის მიერ 1801 წელს ანექსირებული იყო.

ბარათის ერთ მხარეზე არის გერბი და ქალი ეროვნულ სამოსში, მეორე მხარეს კი რუკა.

.კავკასიის მთებში მდებარე საქართველო დასავლეთით ესაზღვრებოდა შავ ზღვას და თურქეთს, სამხრეთით სპარსეთს (დღევანდელი ირანი), ხოლო კასპიის ზღვას დასავლეთით ესაზღვრებოდა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ტფილისი (დღევანდელი თბილისი). ბარათში მითითებულია, რომ მანძილი ტიფლისიდან პეტერბურგამდე იყო 2625 ვერსტი, ხოლო ტფილისიდან მოსკოვამდე 19051/2 ვერსტი. ვერსტი არის რუსული მანძილის საზომი, რომელიც აღარ გამოიყენება, უდრის 1,0668 კილომეტრს. მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა.

სათამაშო ნაკრების ილუსტრატორია გრიბანოვი
გამომცემლობა უცნობია, არც ისაა ცნობილი სად გამოიცა.

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way