USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ “ქართუს”
дата:  362

გამოცემა entrepreneur საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მთავარი თემაც ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაა.

როგორც ივანიშვილი ამბობს,  ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცამა გადაწყვიტა. მისი თქმით, ქველმოქმედებას მილიარ-დანახევარს მოახმარს, ხოლო პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონი დოლარს იტოვებს.

გამოცემა  საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების სიასაც აქვეყნებს.

კერძოდ, ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემულ ობიექტებს შორისაა, სასტუმრო „პარაგრაფი“, შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, „თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი „ქართუ“, შპს „ელიტა ბურჯი“, ლაგუნა ვერეს ტერიტორია.

გამოცემის ცნობით, ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

1. შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)

2. შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი)

3. შპს სოლოლაკი ჰილს

4. შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი)

5. შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები)

6. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

7. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

8. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი)

9. შპს სისაიდი (ჩაქვი)

10. შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი)

11. შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია)

12. შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი)

13. შპს „ბიზნესცენტრი“

14. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე

15. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში

16. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ

17. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი

18. შპს „ბურჯი“

19. შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია

20. შპს „ელიტა ბურჯი“

21. სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69

22. შპს „სი ვიუ რესორთ“

23. სს „ბოლნისის ტუფი“

24. სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები

25. სს „ბანკი ქართუ“

26. სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“

გამოცემის ცნობით, გადაცემის პროცესშია:

1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)

2. შპს სასტუმრო სიღნაღში - (წილის 70%)

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати