გამოცემა entrepreneur საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მთავარი თემაც ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაა.
როგორც ივანიშვილი ამბობს, ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცამა გადაწყვიტა. მისი თქმით, ქველმოქმედებას მილიარ-დანახევარს მოახმარს, ხოლო პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონი დოლარს იტოვებს.
გამოცემა საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების სიასაც აქვეყნებს.
კერძოდ, ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემულ ობიექტებს შორისაა, სასტუმრო „პარაგრაფი“, შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, „თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი „ქართუ“, შპს „ელიტა ბურჯი“, ლაგუნა ვერეს ტერიტორია.
გამოცემის ცნობით, ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:
1. შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)
2. შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი)
3. შპს სოლოლაკი ჰილს
4. შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი)
5. შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები)
6. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)
7. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)
8. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი)
9. შპს სისაიდი (ჩაქვი)
10. შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი)
11. შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია)
12. შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი)
13. შპს „ბიზნესცენტრი“
14. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე
15. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში
16. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ
17. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი
18. შპს „ბურჯი“
19. შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია
20. შპს „ელიტა ბურჯი“
21. სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69
22. შპს „სი ვიუ რესორთ“
23. სს „ბოლნისის ტუფი“
24. სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები
25. სს „ბანკი ქართუ“
26. სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“
გამოცემის ცნობით, გადაცემის პროცესშია:
1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)
2. შპს სასტუმრო სიღნაღში - (წილის 70%)