USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  322

2023 წლის 13 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

- Wall Street Journal-ის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულ არმიაში სერიოზული წმენდაა. დაკავებულია ათზე მეტი მაღალი რანგის რუსი ოფიცერი, ხოლო 15-მდე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. მათ შორისაა 58-ე არმიის სარდალი გენერალი პოპოვი. მისი გათავისუფლების უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ იგი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას და აცხადებდა, რომ კონტრბატარეულ ბრძოლაში (საარტილერიო დუელში), რუსეთი მძიმედ მარცხდებოდა და გრძელვადიანი პერსპექტივა კარგი არ ექნებოდა.

პრიგოჟინის ამბოხმა რუსული არმიის შიგნით წმენდის მოლოდინი შექმნა. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით. მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან უნდობლობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები საომარი მდგომარეობისას საკმაოდ მძიმედ უჯდება ხოლმე სახელმწიფოს.

- საინტერესოა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსთან, უილიამ ბარნსთან საუბარი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ შედგა. საუბარი უკრაინას ეხებოდა. როგორც ჩანს აშშ ამ გავლით სთავაზობს რუსეთს ჯარების გაყვანას და ყოველი უარის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აძლიერებს დაწოლას მასზე.

- მთელი ზაპორიჟიასა და დონეცკის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით, ვუჰლედარიდან ვასილივკამდე მონაკვეთზე დღის განმავლობაში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე, რობოტინესა და მის შემოგარენში ცდილობენ გარღვევას. დაწოლა იმდენად ინტენსიურია (თუმცა არა მასშტაბური), რომ უკრაინელები ან შეძლებენ წინააღმდეგობის გადალახვას, ან დამატებით დიდი ძალების ჩართვა მოუწევთ.

- უკრაინელებმა დაბომბეს ტოკმაკი და მელიტოპოლი, ზაპორიჟიას ოლქში. სამიზნეები არა იარაღის საწყობი, არამედ კვლავ სამეთაურო პუნქტები და სამხედრო ადმინისტრაციები იყო. ამ ბოლო დღეების დაბომბვებს საშუალო და მაღალი ოფიცრების გარდა 200 რუსი სამხედრო შეეწირა. ამათ ემატებათ კოლაბორაციონისტები და ინფორმატორებიც, რომლებიც სამხედრო-სამეთაურო პუნქტებსა და გასამხედროებულ ადმინისტრაციებში იმყოფებიან ხოლმე.

- რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინელებმა უკვე მიიღეს კასეტური ბომბები და რომ აქტიურად იყენებენ მას. დასავლურ მედიაში ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. გამოყენების ფაქტებს რაც შეეხება, რუსები აღნიშნავენ უკრაინელთა მხრიდან კასეტური შეიარაღების გამოყენებას, მაგრამ ეს არავის დაუდასტურებია.

- უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა დამატებით დასავლურ შეიარაღებას და ზოგიერთ ისეთ იარაღსაც მიიღებს, რომელზეც ღიად საუბარი არ შეუძლია. ამასთან, ბულგარეთი 100 ქვეითთა საბრძოლო მანქანას გადასცემს უკრაინას. თუმცა გარკვეული გაუგებრობაც იყო - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ამაზონი არ არის იარაღი შეუკვეთო და ჩამოგივიდესო. ეს უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის პასუხად იყო, რომელიც დიდი რაოდენობით იარაღის სწრაფ მიწოდებაზე აკეთებს აქცენტს. იარაღის გადაცემა სწრაფად ლოჯისტიკურადაც მართლაც შესამჩნევად რთულია, ხოლო რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია - საკუთარი არმიიდან მძიმე ტექნიკის მოხსნას ასე ადვილად არ თანხმდებიან ხოლმე. ახლის წარმოებას ან რეზერვიდან ამოღებას კი თავისი დრო და პროცედურები აქვს. თუმცა სამიტზე უმთავრესი შედეგი რაც იყო არის ის, რომ უკრაინისათვის მხარდაჭერა იქნება ბოლომდე მიყვანილი.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати