USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  777
2023 წლის 13 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- დღეს ზაპორიჟიას რაიონში განსაკუთრებით აქტიური იყო უკრაინული არტილერია. დაიბომბა მელიტოპოლის აეროპორტი, აფეთქებები იყო ბერდიანსკში, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო პოლოჰის მიმართულება და იწვოდა ფრონტისპირას მდებარე სამხედრო ობიექტები. ასეთი მასირებული და დროში მაქსიმალურად სინქრონიზებული აფეთქებული დიდ სამხედრო-ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს მოწინააღმდეგეს.
- უკრაინული კონტრშეტევა იყო ბახმუტის ცენტრის მიმართულებით. დაახლოებით 100 მეტრით წაიწიეს ცენტრისაკენ და რუსული შეტევა შეაფერხეს მცირედ. ასეთი ლოკალური კონტრშეტევები დროს და პოზიციებს მოაგებინებს უკრაინელებს.
ამასთან, რუსები ჩივიან რომ უკრაინელები ბახმუტის დიდი ნაწილს ნაღმავენ და ნებისმიერი კარგი შენობა, რომელიც გამოდგება თავშესაფრად ან ბაზირებისათვის, დაკავების შემდეგ მალევე ფეთქდებაო. ეს ამბავი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ახლა რაც უფრო ღრმად შევიდნენ რუსები ქალაქში მით უფრო გამრავლდა მსგავსი შემთხვევა.
- აფეთქება იყო ყირიმშიც, კრინიჩკის მიმართულებით, რომლის ირგვლივაც რამდენიმე აეროდრომი მდებარეობს. პრაქტიკულად, ყველა უკრაინული შორ მანძილზე მსროლელი რაკეტა ყირიმზე იცდება. ახლა კი "ჰრიმ 2" უნიკალურ გამოცდას გადის.
- კვლავ აქტიურია აფეთქებები ბელგოროდის მიმართულებით, რუსეთში. ეს სრულიად მოსალოდნელია, რადგან სამხედრო მომარაგება და კავშირგაბმულობა კურსკის, ბრიანსკის, ბელგოროდის, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებიდან ხდება.
- აშშ-ში ფედერალურმა პოლიციამ დააკავა 21 წლის ჯეკ ტეიშეირა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებში მუშაობდა და ეჭვმიტანილია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში. სავარაუდოდ იგი Discord-ის ერთ-ერთი სასაუბრო ჯგუფში ტვირთავდა საიდუმლო დოკუმენტებს. ახლა მთავარი საკითხავი ისაა - 21 წლის ბიჭს მართლა მიუწვდებოდა თუ არა ხელი საიდუმლო დოკუმენტებზე, რომელშიც გადმოცემული იყო არსებული რეალობა უკრაინაში თუ ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ოპერაცია გახლდათ რა დროსაც მას ეგონა რომ ნამდვილი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს ტვირთავდა თუმცა სინამდვილეში ცრუ ინფორმაცია იყო ეს ყველაფერი (დიდი ნაწილი მაინც) და ამ პროცესში დამნაშავეც (ანუ თავად დაკავებული აგენტიც) იქნა გამოვლენილი? საეჭვოა ამაზე პასუხი ჩვენ ოდესმე გავიგოთ, მაგრამ თუკი პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და უმაღლესი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები შესაძლოა Discord-ზე ატვირთოს დამწყებმა საჰაერო ძალების სამხედრომ მაშინ ბევრად უფრო რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე მხოლოდ უკრაინის შეიარაღების მძიმე მდგომარეობაა (რომლებზეც დოკუმენტები საუბრობდნენ).
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way