USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  348
2023 წლის 10 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- რამდენიმე დღეა პენტაგონიდან სხვადასხვა ინფორმაცია უკანონოდ გამოდის - "იჟონება" - უკრაინაში დანაკარგების, სამხედროების მომზადებისა და აღჭურვილობის შესახებ. დღეს პენტაგონმა დაადასტურა გამოჟონილი ინფორმაციის ავთენტურობა (სინამდვილე). ინფორმაცია დაახლოებით ექვსი კვირის წინანდელ მდგომარეობას შეიცავს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებს მიმოიხილავს. პირველ რიგში კი საუბარია დანაკარგებზე, რომლის მიხედვითაც რუსებს 223 ათასი მოკლული ან დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, ხოლო უკრაინელთა მხრიდან ეს ციფრი 125 ათასს შეადგენს.
პენტაგონიდან გამოტანილ ინფორმაციაში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინელებს იარაღში დეფიციტი აქვთ და პრაქტიკულად დასავლეთიდან მიწოდებული ჭურვებითა და რაკეტებით სულდგმულობენ.
ამავე ინფორმაციით უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს რესურსი ეწურებათ და რუსები ამ დაწოლას თუ გააძლიერებენ მალე შესაძლოა საჰაერო დომინაციის მოპოვებაც კი შეძლონ.
დოკუმენტები საუბრობენ მიყურადებებზეც - აშშ რუსეთში სადაზვერვო ქსელის შექმნას ცდილობს. თუმცა უკრაინაშიც არ ენდობა უკრაინულ ინფორმაციას და თავადაც ქმნის დამოუკიდებელ სანდო წყაროებს და უთვალთვალებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისაც.
სწორედ ამ გამოჟონილი ინფორმაციით შეშფოთებულმა უკრაინელებმა შეტევის გეგმები და იძულებულები შეიქმნენ მთელი რიგი მიმართულებები დაეკორექტირებინათ.
ეს ყველაფერი კი ოფიციალური განცხადებებია - ახლა კი სხვა მხრიდან უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი. აღნიშნული გამოჟონილი ინფორმაცია ძალიან მაღალი ალბათობით მიზანმიმართული, მართვადი ქმედებაა და რუსეთის დაბნევას ემსახურება მიზნად. ცხადია, "გამოჟონილი" ინფორმაცია სრულიად ტყუილი ვერ იქნება და იქ ისეთი სიმართლის კომპონენტები უნდა იყოს, რომელიც რუსულ დაზვერვას დააჯერებს ინფორმაციის სინამდვილეში - ყველაზე მეტად მაშინაა ტყუილი დასაჯერებელი თუკი მასში სიმართლეც ურევია.
თუმცა ამ ყველაფერს თუ ჩვენ ვხვდებით ცხადია რუსებიც ხვდებიან, ჰო? დიახ, ცხადია, მაგრამ რადგან არავინ იცის რეალური ინფორმაციის გარდა ზუსტად რა არის სინამდვილე და რა არა, ამით უფრო მეტი დაბნეულობა იქმნება და მისი გადამოწმების აუცილებლობა დგება. იქნებ მართლაც დეფიციტია უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში? ამის გადამოწმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გაღება შეიძლება მოუწიოს რუსულ ავიაციას ან სარაკეტო არსენალს, რადგან მხოლოდ სადაზვერვო საქმიანობით ასეთი ინფორმაციის გადამოწმება ადვილად და დამაჯერებლად ვერ მოხდება.
ამასთან უკრაინის დასუსტებულ მდგომარეობაში წარმოჩენა ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს კრემლს და მის ამჟამინდელ ყოფას კიდევ უფრო დამამცირებელს ხდის. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ასეთი დასუსტებულია უკრაინა რატომ ვერ იგებს რუსეთი ომს?! ეს კი რუსული ნაწილების თავდაცვაში ყოფნის მდგომარეობას კიდევ უფრო უმწეოს ხდის.
დოკუმენტების ნაწილი თუკი უკრაინის სისუსტეზე მიუთითებს სხვაგან განსხვავებულად საუბრობს - პრეზიდენტი ზელენსკი როსტოვზე დასარტყამ სამხედრო სამიზნეებს თავად ადგენს და დრონების შეტევაც მასთან იყო შეთანხმებულიო. სწორედ ასეთი ორაზროვნება - სუსტი უკრაინა, რომელიც ბომბავს რუსეთს - დოკუმენტების ფსიქოლოგიური წნეხის ეფექტს ზრდის ძალიან.
რაც შეეხება მომზადებას - ის, რომ დოკუმენტების მიხედვით უკრაინას დეფიციტი აქვს და შესაძლოა წარმატებული შეტევა ვერც განახორციელოს, ეს რუსულ თავდაცვას უფრო თავდაჯერებულს ხდის. ეს კი რეალურად შეიძლება დიდ შოკად ექცეთ თუკი უკრაინული მასირებული კონტრშეტევა დაიწყება და რუსული ფორტიფიკაციები გაირღვევა. დაისმება კითხვა: როგორ მოხდა რომ სუსტმა უკრაინამ გაარღვია ფრონტი?!
კარგი და როგორ მიიღეს რუსეთში აღნიშნული "გამოჟონილი" ინფორმაცია? ომის მიმომხილველებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სასიხარულო კომენტარები დაწერეს და ელოდებიან რომ მალე უკრაინა ჩამოიშლება თუმცა საკუთარ დანაკარგებზე შფოთავენ. უფრო ორაზროვნები არიან სამთავრობო პროპაგანდისტები ზოგს უხარია და ლაპარაკობს, ზოგიც ერიდება. აქ ისე არაა რაც გაწყობს ის ინფორმაცია აღიარო და რაც არა - უარყო. თუკი ერთის ავთენტურობას აღიარებ რთულია სხვაზე თქვა ეგრე არ არისო. ამიტომაც შეფასებებისას ყველანაირ სცენარს განიხილავენ, ზოგჯერ ბრაზობენ და ამბობენ სპეციალურად აქვთ ეს ციფრები მოყვანილი დასავლეთში, განსაკუთრებით რუსულ დანაკარგებთან მიმართებით რომ ჩვენი დემორალიზება მოახერხონო. მაგრამ რეალურად რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენილი მოწინააღმდეგე, მაგრამ რეალურად მით უფრო ძლიერი აღმოჩნდება ის - უფრო დიდი იქნება შოკი. ეს იციან და ამიტომაც ბოლომდე დამაჯერებელ განცხადებებს ვერ აკეთებენ.
მარტივად რომ შეფასდეს ეს ამბავი - აშშ რუსეთს ფსიქოლოგიურ ომს უგებს თითქმის ყველა ამბავში. ბოლო თვეებია ორაზროვანი განცხადებები მოდის - ხან უკრაინა ძალიან ძლიერია და ნებისმიერ დროს უზარმაზარ შეტევას დაიწყებსო და ხან პირიქით, უკრაინას ძალიან უჭირსო. ამასთან, რუსეთში სადაზვერვო ქსელის შექმნის ინფორმაცია ისეთი ანკესივით განცხადებაა, რომ რუსული კონტრდაზვერვის დიდი რესურსები მის გამოაშკარავებაზე წარიმართება და თან ისე, რომ შესაძლოა ეს ქსელი არც კი არსებობდეს. მით უფრო იმ ფონზე რომ პენტაგონმა თავად დაადასტურა ინფორმაციული გაჟონვა. ამის უბრალოდ უგულებელყოფა და გატარება უბრალოდ ვერ მოხდება.
და თუკი გამოჟონილი ინფორმაცია ნამდვილია? ამის შანსიც ცხადია არსებობს (თუმცა მინიმალური; და სინამდვილეს ალბათ ვერც გავიგებთ) მაშინ უკრაინელებმაც და ამერიკელებმაც არსებულ გამოწვევებს უნდა გადახედონ და პრობლემების სწრაფ აღმოფხვრაზე იზრუნონ. მაგრამ ამ ამბავმა რომ თავისი მისია უკვე შეასრულა ეს ნათელია. რეალურად, დაზვერვაში ამას Psychological Warfare-დ იხსენიებენ და ისეთ ტერმინადაც მოიხსენიებენ, როგორც "საინფორმაციო წყლის ამღვრევაა". მარტივად რომ ვთქვათ - თუ დაიჯერე ყველაფერი ა სასურველს რეალურად აქცევ, რაიმე სხვანაირად თუკი აღმოჩნდება მიიღებ შოკს. თუ არ დაიჯერებ შეიძლება სინამდვილე აღმოჩნდეს და ბევრი რამ გამოგეპაროს. თუკი ნაწილს დაიჯერებ და ნაწილს არა, უნდა არკვიო რა იყო სიმართლე და რა - არა.
- უკრაინულმა არტილერიამ დაიწყო რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე აქტიური საარტილერიო ნადირობა. უკრაინული დრონების მიერ კოორდინატების დადგენის შემდეგ არტილერია იწყებს მოქმედებას. მას შემდეგ რაც დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული მრავალფუნქციური გამანადგურებლები ჰაერში აღმოჩნდებიან, სასურველია რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მაქსიმალურად იქნას დასუსტებული.
- რუსებმა ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს მდინარე ჩერნიჰივის ოლქში, მდინარე სუდოსტზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მიემართება. სავარაუდოა, რომ რუსები შიშობენ უკრაინული დივერსიული ან შემტევი ჯგუფების მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ისეთ ან უფრო მძლავრ დარტყმაზე, როგორც ეს მარტის დასაწყისში განახორციელეს ე.წ. "თავისუფალი რუსული ლეგიონის" მეშვეობით.
- ქალაქი ბახმუტის 75% რუსების ხელშია. ძალიან მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს შეტაკებები მთელი სარკინიგზო ქსელის გასწვრივ, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადის. ამასობაში, ბახმუტში დონეცკელი რუსი სეპარატისტების ლიდერი დენის პუშილინი ჩავიდა. ქალაქიდან უკრაინული ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდულია.
- ქალაქი დონეცკის ჩრდილოეთით, ავდიივკას მიმართულებით უკრაინელებმა ორი რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს - მი-24 და Ка-52. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი ანტენებს გამოედო და ისე ჩამოვარდა, მეორეს კი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა.
tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way