USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  907
2023 წლის 4 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- წუხელ უკრაინელებმა ყირიმის შესასვლელ ყელთან, არმიანსკის რუსული სამხედრო ნაწილი დაბომბეს. როგორც ცნობილია რუსები უმთავრეს ფორტიფიკაციებს სწორედ ამ საგზაო მიმართულებით აგებენ, შესაბამისად ასეთი იერიშები შედეგიანობის თვალსაზრისით მაღალია.
- რუსებმა დრონების გამოყენებით ოდესაზე მიიტანეს იერიშები. უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ უმეტესწილად გამართულად იმუშავა.
- უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს მოწოდებების გავრცელება დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები რუსმა სამხედროებმა, სანამ ამის საშუალება ჯერ კიდევ აქვთ, ხოლო სამოქალაქოებმა ან დატოვონ საკუთარი საცხოვრებლები ან ბუნკერები მოამზადონ თავშესაფრისათვის. ხერსონზე კონტრშეტევის დაწყების წინ ორი კვირით ადრე მსგავსი განცხადებები კეთდებოდა.
- მარიუპოლში ნაბრძოლი უკრაინელი ოფიცრები ინტენსიურად წვრთნიან უკრაინელ ახალწვეულებს. ახლა ამ კონტრშეტევის წინ ახალი პროფესიონალი სამხედროების დეფიციტის აღმოფხვრა ყველაზე მეტადაა პრიორიტეტული.
- უკრაინაში დასავლეთის დახმარებების ფონზე დიდი რაოდენობითაა შესული გამნაღმველი ტექნიკა, რაც კონტრშეტევისას კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
- The New York Times წერს, რომ სექტემბერში უკრაინისათვის გამოყოფილი ფულადი რესურსები ამოიწურება და ახალი ფინანსური მეგაპროექტის დამტკიცებაზე მიდგება ჯერი. მაგრამ სწორედ ამ ფონზე მაქსიმალურად დიდი ყურადღება დაეთმობა თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს უკრაინა დასავლური იარაღის კონტრშეტევაში მასობრივად გამოყენებასა და კარგი შედეგის დადებას.
- აშშ-მ უკრაინისათვის დახმარების უმნიშვნელოვანესი 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარება გამოყო. მასში ყველა მოთხოვნილი და საჭირო სახის ჭურვები და რაკეტები შედის. პრაქტიკულად შორს მსროლელი და ზუსტი დამიზნების საარტილერიო ჭურვები და რაკეტები დიდწილად იქნება შევსებული. მაგრამ ამ პაკეტში ერთი რამ იყო ყველაზე საინტერესო - 60-ზე მეტი ნავთობმზიდი მიეწოდება უკრაინას. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? აშკარაა რომ სიღრმეში სწრაფი კონტრშეტევის შემთხვევაში ნავთობის მომარაგება სწრაფად უნდა განხორციელდეს, საბრძოლო მოქმედებების პირობებშივე. ამისათვის კი ასეთი დასავლური ტექნიკა კრიტიკულია.
- ბახმუტში სიტუაცია უცვლელია - შეტაკებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გრძელდება.
პ.ს. ფინეთი ნატოს ახალი წევრია.
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way