USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
რა ხდება აფხაზეთში: ასლან ბჟანია - რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მოკავშირე სახელმწიფოების შექმნის საკითხი დადგა
თარიღი:  1037

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზოგადოებრივ პალატასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა იწყება. მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასთან პარტნიორობა და ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. პრეზიდენტის თქმით,  ენერგეტიკული, სამხედრო შეიარაღების, უსაფრთხოებისა თუ უძრავი ქონების გაყიდვის საკითხები აუცილებლად რუსეთთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ე.წ. პრეზიდენტი თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამხედრო შეიარაღების მობილიზებაა. იგი სამხედრო ბაზებზე ბოლო ვიზიტის შემდეგ ძალიან უკმაყოფილიოა და საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ყარაბახის ომის შემდეგ საფრთხე რეალურია და შესაძლოა მის წინაშე აფხაზეთის დადგეს.

«იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული არ გვაქვს, ხოლო საქართველო აქამდე მიიჩნევს, რომ აფხაზეთი მისი ტერიტორიაა და ამაში მას სოლიდარობა არაერთი სახელმწიფო უცხადებს, სამხედრო უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე გადმოდის. მე გუშინ ჩვენი სამხედრო ბაზები მოვინახულე და არც კი ვიცი თუ როგორ  აღვწერო ნანახი. ამ მიმართულებით ჩვენ წინ სერიოზული სამუშაო გველის. თქვენ ალბათ ყველას კარგად გახსოვთ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული 2008 წლის მოვლენები. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა. ჩვენი კავშირის გამტკიცება და ერთიანი ძალებით საერთო ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების უზრუნველყოფა ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს. მშვიდობა, რომელიც ახლა ჩვენთან სუფევს - უნდა შენარჩუნდეს, მისი მხარდაჭედა კი მხოლოდ შესაფერისი შეიარაღებითაა შესაძლებელი, რაც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა».

ასლან ბჟანიას გამოსვლის შემდეგი თემა პანდემია და მასთან გამკლავების გეგმის განხილვა გახლდათ. კოვიდთან საბრძოლველად უკვე 500 მილიონი რუბლი გამოიყო.  უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი წელს მხოლოდ და მხოლოდ 1 მილიარდ რუბლს შეადგენს, რადგან ისევე როგორც ყველგან, კოვიდ შეზღუდვებიდან გამომდინარე ფუნქციონირება არაერთმა ბიზნესმა შეწყვიტა.  ბჟანიას გამოსვლის თანახმად, იგი იმედოვნებს, რომ აფხაზეთი 2021 წლის პირველ ნახევარში მოახერხებს პანდემიასთან ეფექტურად გამკლავებას და ეკონომიკური ზრდის რიცხვები პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

შემდეგ ბჟანია უკვე ენერგეტიკასაც შეეხო. მისი თქმით სისტემა იმდენად ჩამოშლილია, რომ მის რეაბილიტირებას 10 მილიარდი რუბლი მაინც დასჭირდება. დახმარების ხელი გამოწვდას კი, რა საკვირველია, მეგობარი რუსეთისგან ელის. რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ხომ ვერც აფხაზური ეკონომიკა იარსებებს და ვერც შუქი ენთება სახლებში - ეს არის ის მწარე სიმართლე, რომელიც ბჟანიას თავის გამოსვლაში არ დაუმალავს.

«ჩვენ ინვესტიციები გვჭირდება. ხოლო თუ რა პირობებით შევძლებთ მათ მოზიდვას, ამ საკითხზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. როცა დავდგებით არჩევანის წინაშე: გვქონდეს შუქი? თუ არ გვქონდეს? - ეს არჩევანი მარტივია. ქონისთვის გარკვეული რაოდენობის ფული იქნება საჭირო. მის მოსაზიდად კი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ არ გაგვაჩნია იმდენი რესურსი, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გეგმები სრულად დავაფინანსოთ. ასე რომ, ჩვენ პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ და ჩვენს ხალხზე ვიფიქროთ».

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა იმ პროგრამიის პირველი ნაწილი იყო, რომელიც საერთო სივრცის შექმნასა და განვითარებას მოიაზრებდა.   დროებით ეს პროცესები შეჩერდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი დაიხურა და მას აღარ მიუბრუნდებიან. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს პროგრამა ძალიან სასარგებლოა.  მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამჟამად საცხოვრებლის მიღების რიგში დაახლოებით 2500 ადამიანი დგას. მათი აფხაზური ცხოვრების უზრუნველსაყოფად 6 მილიარდი რუბლია საჭირო, რაც რა თქმა უნდა ბიუჯეტში არაა და ასევე „პრაგმატული მიდგომა“ სჭირდება.

ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას აცნობა იმის შესახებ, რომ მის  და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მოკავშირე სახელმწიფოების შექმნის საკითხი დადგა. ასლან ბჟანია ამ სამომავლო პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს და მასში ვერანაირ რისკს ვერ ხედავს.

«ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა შეხვედრისას ძალიან სწორი აქცენტები დასვა. მისი თქმით ევრაზიასა და ზოგადად მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოკავშირე, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებს გაიზიარებს, როგორიცაა მაგალითად ბელორუსია.  ჩვენ ურთიერთობა ყველა იმ ერთან უნდა გავაღრმავოთ, ვინც ჩვენ ისტორიულ მოკავშირედ აღგვიქვავს. დაიწყება ისეთი გლობალური პროცესები, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს „აიძულებს“ თავიანი ინეტერესების გასატარებლად გარკვეული კავშირი შექმნას. და ჩვენ, თუ კი ჩვენი მოსახლეობაც დაგვეთანხმება, აუცილებლად გავხდებით ამ კავშირის ერთგული წევრი. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის, მე პირადად კი, ამაში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ».

საზოგადო პალატის ერთ-ერთი წევრი დაინეტერესდა - თუ რა აზრი იმალება „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ შექმნის მიღმა. ასლან ბჟანიამ კითხვის პასუხად ევროკავშირის მაგალითი მოიყვანა. თუ კი მათ შეძლეს და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად უსაფრთხო და ძლიერი გარემო შექმნეს, მაშინ სწორედ ასეუნდა მოიქცეს აფხაზეთიც. „ეს კავშირი მოსპობს იმ საშინელებას, რაც ახლა ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხდება.

ასევე დაისვა კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა პრეზიდენტს ახალი გეგმა შეუსაბამოდ დიდი სახელისუფლებო ავტოპარკის ან მმართველი აპარატის შეკვეცასთან? ითქვა, რომ დეპუტატების რაოდენობა აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ზედმეტად დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასებიც ფაქტობრივად არამიზნობრივია. პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ აპარატის ფინანსური მხარდაჭერა საჭიროზე მეტია  და ამ საკითხის დარეგულირებას იგი უახლოეს მომავალში აპირებს. როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის საბიუჯეტო გეგმის ამ ნაწილით არც რუსეთია კმაყოფილი, რადგან სწორედ მათი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები და ამ თანხებმა შარშან 1 მილიარდი რუბლი შეადგინა.

პრეზიდენტი მოსამართლეების ანაზღაურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელფასების მატებამ მათი გადაწყვეტილებები უკეთესობისკენ სულაც ვერ შეცვალა. ბჟანიამ მოსამართლეეს „დახურული კლუბის წევრები“ უწოდა და ეს კომპლიმენტი ნამდვილად არ ყოფილა. მისი თქმით, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში დიდი მიღწევები არაა და დაპირდა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ბჟანია მის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ მომავალ წელს ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად ექნებათ.

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.