აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზოგადოებრივ პალატასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა იწყება. მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკასთან პარტნიორობა და ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკული, სამხედრო შეიარაღების, უსაფრთხოებისა თუ უძრავი ქონების გაყიდვის საკითხები აუცილებლად რუსეთთან უნდა იყოს შეთანხმებული.
ე.წ. პრეზიდენტი თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამხედრო შეიარაღების მობილიზებაა. იგი სამხედრო ბაზებზე ბოლო ვიზიტის შემდეგ ძალიან უკმაყოფილიოა და საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ყარაბახის ომის შემდეგ საფრთხე რეალურია და შესაძლოა მის წინაშე აფხაზეთის დადგეს.
«იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული არ გვაქვს, ხოლო საქართველო აქამდე მიიჩნევს, რომ აფხაზეთი მისი ტერიტორიაა და ამაში მას სოლიდარობა არაერთი სახელმწიფო უცხადებს, სამხედრო უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე გადმოდის. მე გუშინ ჩვენი სამხედრო ბაზები მოვინახულე და არც კი ვიცი თუ როგორ აღვწერო ნანახი. ამ მიმართულებით ჩვენ წინ სერიოზული სამუშაო გველის. თქვენ ალბათ ყველას კარგად გახსოვთ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული 2008 წლის მოვლენები. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა. ჩვენი კავშირის გამტკიცება და ერთიანი ძალებით საერთო ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების უზრუნველყოფა ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს. მშვიდობა, რომელიც ახლა ჩვენთან სუფევს - უნდა შენარჩუნდეს, მისი მხარდაჭედა კი მხოლოდ შესაფერისი შეიარაღებითაა შესაძლებელი, რაც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა».
ასლან ბჟანიას გამოსვლის შემდეგი თემა პანდემია და მასთან გამკლავების გეგმის განხილვა გახლდათ. კოვიდთან საბრძოლველად უკვე 500 მილიონი რუბლი გამოიყო. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი წელს მხოლოდ და მხოლოდ 1 მილიარდ რუბლს შეადგენს, რადგან ისევე როგორც ყველგან, კოვიდ შეზღუდვებიდან გამომდინარე ფუნქციონირება არაერთმა ბიზნესმა შეწყვიტა. ბჟანიას გამოსვლის თანახმად, იგი იმედოვნებს, რომ აფხაზეთი 2021 წლის პირველ ნახევარში მოახერხებს პანდემიასთან ეფექტურად გამკლავებას და ეკონომიკური ზრდის რიცხვები პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.
შემდეგ ბჟანია უკვე ენერგეტიკასაც შეეხო. მისი თქმით სისტემა იმდენად ჩამოშლილია, რომ მის რეაბილიტირებას 10 მილიარდი რუბლი მაინც დასჭირდება. დახმარების ხელი გამოწვდას კი, რა საკვირველია, მეგობარი რუსეთისგან ელის. რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ხომ ვერც აფხაზური ეკონომიკა იარსებებს და ვერც შუქი ენთება სახლებში - ეს არის ის მწარე სიმართლე, რომელიც ბჟანიას თავის გამოსვლაში არ დაუმალავს.
«ჩვენ ინვესტიციები გვჭირდება. ხოლო თუ რა პირობებით შევძლებთ მათ მოზიდვას, ამ საკითხზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. როცა დავდგებით არჩევანის წინაშე: გვქონდეს შუქი? თუ არ გვქონდეს? - ეს არჩევანი მარტივია. ქონისთვის გარკვეული რაოდენობის ფული იქნება საჭირო. მის მოსაზიდად კი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. ჩვენ არ გაგვაჩნია იმდენი რესურსი, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გეგმები სრულად დავაფინანსოთ. ასე რომ, ჩვენ პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ და ჩვენს ხალხზე ვიფიქროთ».
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვა იმ პროგრამიის პირველი ნაწილი იყო, რომელიც საერთო სივრცის შექმნასა და განვითარებას მოიაზრებდა. დროებით ეს პროცესები შეჩერდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი დაიხურა და მას აღარ მიუბრუნდებიან. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს პროგრამა ძალიან სასარგებლოა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამჟამად საცხოვრებლის მიღების რიგში დაახლოებით 2500 ადამიანი დგას. მათი აფხაზური ცხოვრების უზრუნველსაყოფად 6 მილიარდი რუბლია საჭირო, რაც რა თქმა უნდა ბიუჯეტში არაა და ასევე „პრაგმატული მიდგომა“ სჭირდება.
ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას აცნობა იმის შესახებ, რომ მის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს მოკავშირე სახელმწიფოების შექმნის საკითხი დადგა. ასლან ბჟანია ამ სამომავლო პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს და მასში ვერანაირ რისკს ვერ ხედავს.
«ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა შეხვედრისას ძალიან სწორი აქცენტები დასვა. მისი თქმით ევრაზიასა და ზოგადად მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოკავშირე, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებს გაიზიარებს, როგორიცაა მაგალითად ბელორუსია. ჩვენ ურთიერთობა ყველა იმ ერთან უნდა გავაღრმავოთ, ვინც ჩვენ ისტორიულ მოკავშირედ აღგვიქვავს. დაიწყება ისეთი გლობალური პროცესები, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს „აიძულებს“ თავიანი ინეტერესების გასატარებლად გარკვეული კავშირი შექმნას. და ჩვენ, თუ კი ჩვენი მოსახლეობაც დაგვეთანხმება, აუცილებლად გავხდებით ამ კავშირის ერთგული წევრი. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის, მე პირადად კი, ამაში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ».
საზოგადო პალატის ერთ-ერთი წევრი დაინეტერესდა - თუ რა აზრი იმალება „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ შექმნის მიღმა. ასლან ბჟანიამ კითხვის პასუხად ევროკავშირის მაგალითი მოიყვანა. თუ კი მათ შეძლეს და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად უსაფრთხო და ძლიერი გარემო შექმნეს, მაშინ სწორედ ასეუნდა მოიქცეს აფხაზეთიც. „ეს კავშირი მოსპობს იმ საშინელებას, რაც ახლა ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხდება.
ასევე დაისვა კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა პრეზიდენტს ახალი გეგმა შეუსაბამოდ დიდი სახელისუფლებო ავტოპარკის ან მმართველი აპარატის შეკვეცასთან? ითქვა, რომ დეპუტატების რაოდენობა აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ზედმეტად დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასებიც ფაქტობრივად არამიზნობრივია. პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ აპარატის ფინანსური მხარდაჭერა საჭიროზე მეტია და ამ საკითხის დარეგულირებას იგი უახლოეს მომავალში აპირებს. როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის საბიუჯეტო გეგმის ამ ნაწილით არც რუსეთია კმაყოფილი, რადგან სწორედ მათი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები და ამ თანხებმა შარშან 1 მილიარდი რუბლი შეადგინა.
პრეზიდენტი მოსამართლეების ანაზღაურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელფასების მატებამ მათი გადაწყვეტილებები უკეთესობისკენ სულაც ვერ შეცვალა. ბჟანიამ მოსამართლეეს „დახურული კლუბის წევრები“ უწოდა და ეს კომპლიმენტი ნამდვილად არ ყოფილა. მისი თქმით, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში დიდი მიღწევები არაა და დაპირდა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ბჟანია მის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ მომავალ წელს ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად ექნებათ.