რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სახლიდან სამსახურში მისასვლელად? - ამის შესახებ სტატიას Euronews-ი აქვეყნებს Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2019 წელს შეგროვდა.
აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალოდ სახლიდან სამსახურამდე 15-74 წლის დასაქმებულებს 25 წუთი სჭირდებოდათ. ყველაზე მეტი დრო ლატვიაში სჭირდებოდათ - 33 წუთი, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი - 30 წუთით და უნგრეთი და ლუქსემბურგი -29-29 წუთით. ყველაზე ნაკლები დრო კი კვიპროსში (საშუალოდ 19 წუთი) იყო საჭირო. ამასთან, მაგალითად, ისლანდიაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა, საშუალოდ ადამიანებს 2019 წლის მონაცემებით, სამსახურამდე მისასვლელად 15 წუთი სჭირდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულთა 13.5% 2021 წლის მონაცემებით, სახლიდან - დისტანციურად მუშაობდა, რის გამოც მათ ბუნებრივია, სამსახურამდე მისასვლელად დროის დაზოგვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
წყარო: https://bm.ge
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.