USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Tbilisi
რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სახლიდან სამსახურში მისასვლელად? - რეიტინგი
Date:  410

რა დრო სჭირდებათ ევროპელებს სახლიდან სამსახურში მისასვლელად? - ამის შესახებ სტატიას Euronews-ი აქვეყნებს Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2019 წელს შეგროვდა.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალოდ სახლიდან სამსახურამდე 15-74 წლის დასაქმებულებს 25 წუთი სჭირდებოდათ. ყველაზე მეტი დრო ლატვიაში სჭირდებოდათ - 33 წუთი, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი - 30 წუთით და უნგრეთი და ლუქსემბურგი -29-29 წუთით. ყველაზე ნაკლები დრო კი კვიპროსში (საშუალოდ 19 წუთი) იყო საჭირო. ამასთან, მაგალითად, ისლანდიაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა, საშუალოდ ადამიანებს 2019 წლის მონაცემებით, სამსახურამდე მისასვლელად 15 წუთი სჭირდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში დასაქმებულთა 13.5% 2021 წლის მონაცემებით, სახლიდან - დისტანციურად მუშაობდა, რის გამოც მათ ბუნებრივია, სამსახურამდე მისასვლელად დროის დაზოგვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

წყარო: https://bm.ge

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way