დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2025“ აღინიშნება. „ქუთაის ქალაქობის" მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფეთ უბანში იმართება.
ქუთაისში დღეს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
მოწყობილია მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, იგეგმება მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება და საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია.
„ქუთაის ქალაქობა 2025“ გალა-კონცერტით დასრულდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.