USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ
Date:  749

დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2025“ აღინიშნება.  „ქუთაის ქალაქობის" მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფეთ უბანში იმართება.

დღესასწაული ბაგრატის ტაძარში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის იოანეს მიერ ქალაქის დალოცვით დაიწყო.
 
ბაგრატის ტაძარში იმყოფებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები, ჩოხოსნები.
 
ტრადიციისამებრ, დღესასწაულის მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამი ოთარის- ოთარ სულაბერიძის, ოთარ ქორქიას და ოთარ მამფორიას ხსოვნას.
 
ქუთაისის ნ.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციები მიიღო. აქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „ ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი 150“.
 წელს "ქუთაისქალაქობის" მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარედ, მეფეთუბანში იმართება.

ქუთაისში დღეს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

მოწყობილია მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, იგეგმება მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება და საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია.

„ქუთაის ქალაქობა 2025“ გალა-კონცერტით დასრულდება.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way