USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ქეთი კიკოშვილი-შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ექიმი
Date:  689
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეს ის დრო იყო, როცა უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მოწყობა 3000 $ ღირდა და ყოველთვიური ხელფასი 30 ლარს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ამდენი ფული მაშინ არც მე მქონდა და არც ჩემს ოჯახს. იყო ალტერნატივაც-ფარმაცევტულ ან სადაზღვევო ბიზნესში გადასვლა, რაც ნამდვილად არ იყო ჩემი ინტერესის სფერო. მინდოდა უშუალოდ ადამიანებთან ახლოს მუშაობა. იმ დროს ეს, ბევრი ჩემი კოლეგისთვის, ალბათ კარგად ნაცნობი სიტუაცია იყო.
 
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აღმოვჩნდი გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. ძალიან გამიჭირდა იქაურობასთან შეგუება. იმ დროს კანონი არ მაძლევდა მუშაობის უფლებას და გადავწყვიტე, რომ დამეწყო გერმანული ენის შესწავლა. ამ პატარა ქალაქში მომეცა შესაძლებლობა გამევლო ჩემი პირველი საექიმო პრაქტიკა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი შეხება გერმანულ ჯანდაცვის სისტემასთან და ზოგადად პაციენტებთან. დავრწმუნდი, რომ ეს ის საქმე იყო, რისი კეთებაც მინდოდა.
 
რამდენიმე წლის შემდეგ გადავედით საცხოვრებლად შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება მნიშვნელოვანი წლები ჩემი შემდგომი განვითარების, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.
 
ამ დროს უკვე კარგად ვფლობდი გერმანულ ენას. 4 თვიანი პრაქტიკის შემდეგ დავიწყე ერთ-ერთ კლინიკაში რიგით ექიმად მუშაობა. მომიწია რთული სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება, ექიმის დიპლომის და ლიცენზიის ხელახლა მოპოვება. ჩემთვის სრულიად განსხვავებული იყო საგამოცდო სისტემა. გამოცდის დროს ყურადღება ექცეოდა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას და სწორ დიაგნოსტიკას, არამედ უნარ-ჩვევებს პაციენტთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ტექნიკას, ემპათიის გამოვლენას, მოსმენის კულტურას და იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ეხება.
 
შემდეგ იყო ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმღები განყოფილება, სადაც თითქმის ერთი წელი ვიმუშავე. ეს ყველაზე რთული ეტაპი იყო ჩემი კარიერის მანძილზე, არა მხოლოდ პროფესიული თვასაზრისით, არამედ ფიზიკურად და ემოციურად. ძალიან მიჭირდა არანორმალურად სწრაფ ტემპთან და შვეიცარულ პერფექციონიზმთან გამკლავება, მით უფრო, რომ ერთადერთი არა გერმანულენოვანი ექიმი ვიყავი მიმღების თერაპიულ განყოფილებაში. მუშაობის პარალელურად გავაკეთე სადოქტორო დისერტაცია ბაზელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
2017 წელს ისევ დავბრუნდი გერმანიაში და დავიწყე ოჯახის ექიმად მუშაობა. ჩემი სპეციალობა არის ზოგადი მედიცინა, თერაპია. ერთი წელია, რაც ჩემს კოლეგასთან ერთად ვხელმძღვანელობ ოჯახის ექიმის ამბულატორიულ კლინიკას. ოჯახის ექიმი არის პირველი სამედიცინო საკონტაქტო რგოლი ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ღია და შეუზღუდავ წვდომას ყველა მომხმარებლისთვის ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შემთხვევაში, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და პაციენტის სხვა მახასიათებლებისა. ოჯახის ექიმს ეხება ჯანმრთელობის პრობლემები მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, კულტურულ და ეგზისტენციალურ ჭრილში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების ჯანმრთელობაზე, მის პრევენციაზე და ქრონიკული დაავადებების მართვაზე. ოჯახის ექიმს ესაჭიროება მედიცინის ძალიან ფართოდ ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს პაციენტის და მისი გარემოცვის ძალიან მაღალი ნდობა, რის შენარჩუნებას და გამყარებასაც მუდმივად ვცდილობთ.
 
ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში საოჯახო მედიცინა ისეთივე განვითარებული და მნიშვნელოვანი რგოლი იყოს, როგორც ეს ევროპაშია. ამაში წვლილის შეტანა ჩემს მომავალ გეგმებსაც უკავშირდება. 43 წლის ასაკში ვფიქრობ, რომ პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე ჩემი მთავარი მოტივატორი, პირველ რიგში, ჩემი შვილია და შემდეგ თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. მგონია, რომ პროფესია ადამიანის მრავალფეროვანი ყოფის ერთერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ტრამპლინია სხვა აღმოჩენებისა და გამოწვევებისთვის. ჩემს მომავალ კოლეგებს ვურჩევდი, რომ აკეთონ კეთილსინდისიერად ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ. ისწავლონ უცხო ენა და გაეცნონ მედიცინას სხვა და სხვა ქვეყანაში. ეს დიდ გამოცდილებას შემატებს მათ.
sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way