USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
ქეთი ჩხიკვაძე-პარიზში მცხოვრები ქართველი დიზაინერი
თარიღი:  779

მესამე წელია რაც საფრანგეთში ვცხოვრობ. შოურუმში მონაწილეობის მისაღებად, პარიზში პირველად 12-13 წლის წინ ჩამოვედი. Tranoï ყველაზე დიდი შოურუმია, სადაც ფეშენვიკის დროს 500- მდე დიზაინერია წარმოდგენილი. უცხოელი “ბაიერები” და მაღაზიების მფლობელები ჩამოდიან, რათა ტოპ ბრენდების გარდა ახალი ბრენდები აღმოაჩინონ. ეს არის შესაძლებლობა, რომ დაამყარო კომუნიკაცია და დაიწყო მუშაობა სხვა ქვეყნებთან. საერთაშორისო ბაზარზე მოსახვედრად ჩემს დროს ცოტა სხვა ფორმატი იყო . დღეს კიდევ უფრო მეტი საშუალებაა, რომ ახალგაზრდა დიზაინერები გაიცნონ “ბაიერებმა” და მაღაზიებმა. განვითარდა Tiktok-ი და Instagram-ი , სოც. ქსელების საშუალებით ბევრად მეტი შესაძლებლობაა. პარიზის შოურუმში მონაწილეობის მიღება დიზაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის საშუალება თუ მიეცემათ, უნდა გამოიყენონ.

ჩემი ინდივიდუალური ნიშა ყოველთვის იგრძნობა ჩემს კოლექციებში. განსხვავებული დეტალები მაქვს: ღილების, პლანეტების და ვარდების თემით. ასევე ფორმები და ქსოველები მეტყველებენ, რომ ეს არის ჩემი კოლექცია. თუმცა ეს არ არის საბოლოო სახე, რაც უნდა ვიყო. მინდა, რომ საბოლოოდ ჩემი თავი გამოვხატო და ისეთი კოლექცია შევქმნა, რომელსაც სრულყოფილად ჩავთვლი. სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ მაქვს დრო დარჩენილი.
 
პანდემიის პერიოდში პაუზა ავიღე, დავისვენე და ჩემს თავს უფრო მეტი დრო დავუთმე. მანამდე დატვირთული პერიოდი მქონდა. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სტრასბურგში კოლექციის ჩვენება მოვაწყე, რომელიც ქართული მოტივაციით იყო შექმნილი. მიღებას საქართველოს პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
პანდემიამ მოდის სფეროზე თავისებური გავლენა მოახდინა. ყველა ცდილობს გამომწვევი იდეების გამოაშკარავებას და განსაკუთრებული პროდუქტის შექმნას, მეტი და მეტი საინტერესო კოლექციები იქმნება პარიზში.
 
მეც ჩართული ვარ გადაღებებში. ჩემი კოლექციების მიქსი ხდება ისეთ ბრენდთან, როგორიც არის : Chanel, Celine, Lanvin, Dolce&Gabbana, Alaïa , Zuhair Murad..
 
ერთ-ერთი ბოლო და წარმატებული პროექტი იყო მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებები, სადაც მან ჩემი პიჯაკი ჩაიცვა. ფოტო Harper’s Bazar-ის ყდაზე დაიბეჭდა. ყველა პროექტს, ყოველ ნაბიჯს, ყოველ ჩვენებას ყოველ წელს თავისებური მოტივაცია და წარმატება მოაქვს.ეს პროცესები გაუჩერებელია და შედეგიც ყოველთვის არის.
 
როდესაც მიზანს გულწრფელად ისახავ, სადღაც გამართლებაც არის საჭირო, სწორ გადაწყვეტილბებს მივყავართ წარმატებამდე. ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება, ურთიერთობებსაც და საქმიანობასაც. ყველას თავისი წარმატების გზა აქვს! არასოდეს შეუშინეთ სხვის წარმატებას, იმიტომ რომ ყველას თავისი გამართლების დრო და გზა აქვს. არ შეშინდეთ და გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა!
სპორტი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.