USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
ქართველმა პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა
дата:  836
ქართველმა პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.
 
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) რეპეშაჟში არგენტინელ ხუან სამორანოს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და სადებიუტო პარალიმპიადა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
 
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ეგვიპტელი აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი თურქ ფათიხ ჩელიკთან დათმო.
 
ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაში პირველად მონაწილეობდნენ. პარალიმპიადის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოუტანა.
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати