საქართველოდან თხილის ექსპორტი და საექსპორტო ფასი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით წელს საქართველომ ექსპორტზე 7 883 ტონა თხილი გაიტანა და 59 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. თანხაში ზრდა 46%-ია, მოცულობაში - 30%. ფასი 12%-ით არის გაზრდილი.
გასულ წელს 9 თვეში საექსპორტო ფასი 6.67 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 7.48 დოლარამდეა გაზრდილი.
გასაღების ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია:
შეგახსენებთ, საქართველომ ყველაზე მეტი, 183,3 მლნ აშშ დოლარის 19,933 ტონა თხილი ექსპორტზე 2014 წელს გაყიდა. ყველაზე ცოტა, 66.9 მლნ აშშ დოლარის 13,355 ტონა კი 2019 წელს, რაც ფაროსანას მიერ ბაღების განადგურებას უკავშირდებოდა.
წყარო: https://bm.ge/
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.