USD 2.7039
EUR 3.1319
RUB 3.4627
თბილისი
ქართული თხილის საექსპორტო ფასი 7.48 დოლარია - სად ვყიდით?
თარიღი:  156

საქართველოდან თხილის ექსპორტი და საექსპორტო ფასი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით წელს საქართველომ ექსპორტზე 7 883 ტონა თხილი გაიტანა და 59 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. თანხაში ზრდა 46%-ია, მოცულობაში - 30%. ფასი 12%-ით არის გაზრდილი.

გასულ წელს 9 თვეში საექსპორტო ფასი 6.67 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 7.48 დოლარამდეა გაზრდილი.

გასაღების ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია:

  1. ესპანეთი - 10 მლნ აშშ დოლარის 1 171 ტონა;
  2. იტალია - 8.4 მლნ აშშ დოლარის 1 179.3 ტონა;
  3. საფრანგეთი - 4.3 მლნ აშშ დოლარის 540.3 ტონა;
  4. გერმანია - 2.9 მლნ აშშ დოლარის 382.9 ტონა;
  5. ისრაელი - 2.8 მლნ აშშ დოლარის 346.9 ტონა;
  6. თურქეთი - 2.6 მლნ აშშ დოლარის 361.5 ტონა;
  7. მაროკო - 2.3 მლნ აშშ დოლარის 300 ტონა;
  8. რუსეთი - 2.2 მლნ აშშ დოლარის 413.4 ტონა;
  9. პოლონეთი - 2.07 მლნ აშშ დოლარის 264.4 ტონა;
  10. შვეიცარია - 2.02 მლნ აშშ დოლარის 235.1 ტონა.

 

შეგახსენებთ, საქართველომ ყველაზე მეტი, 183,3 მლნ აშშ დოლარის 19,933 ტონა თხილი ექსპორტზე 2014 წელს გაყიდა. ყველაზე ცოტა, 66.9 მლნ აშშ დოლარის 13,355 ტონა კი 2019 წელს, რაც ფაროსანას მიერ ბაღების განადგურებას უკავშირდებოდა.

წყარო: https://bm.ge/

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები

თუ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ ტერიტორიებს დატოვებენ, საბრძოლო ქმედებები შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიებზე დარჩებიან, მაშინ რუსეთი მიზანს შეიარაღებული გზით მიაღწევს.

“ჯერ კიდევ ვიღებთ წინადადებებს საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის შესახებ….თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ - ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ”, - განაცხადა პუტინმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის