USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
"ქართული ოცნების" ახალი ოფისი
თარიღი:  

როგორც ცნობილი გახდა მმართველი პარტია ახალ ოფისს თბილისში დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს.

პროექტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლის იქნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით კი, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა.

მმართველი პარტიის განმარტებით, ოფისის მშენებლობას ,,ქართული ოცნება" არ აფინანსებს და მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ. რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ინფორმაცია გასაჯაროვდება.

შენობას 2021 წელს რეგისტრირებული შპს ნიუ ოფისი აშენებს, რომლის წილის 100% დავით ანდღულაძე ფლობს, რომელმაც დიდი ხეივნის 3 ნომერში ნაგებობის აშენების უფლება გასული წლის 7 დეკემბერს მიიღო.

პროექტის მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონიაა.  საპროექტო შენობა რვა სართულიანია. შენობის შუაგულში გათვალისწინებულია ბირთვი, რომელიც მოიცავს ორ კიბის უჯრედს, სამ ლიფტს თავისი ჰოლით და საზოგადოებრივი სარგებლობის სან. კვანძებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის