USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ქართული განათლების სისტემის ისტორიული საწყისი
дата:  2672

სამწუხაროდ, ქართული განათლების ისტორიის საწყისი ეტაპის და შესაბამისად, განათლების სისტემის წანამძღვრების ადრეული მახასიათებლების შესახებ ავთენტური ქართული წყაროები არ არსებობს. მათზე მსჯელობა მხოლოდ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ბერძენი ისტორიკოსების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში გავრცელებული იყო “გიმნასიონები”. სავარაუდოდ ეს “ქართული გიმნასიონები” ათენში არსებული სამი გიმნასიონის – ლიკეონი, აკადემია და კინოსარგოსი – ერთგვარი ანალოგია უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე შეიძლება მოვიაზროთ, რომ ახ.წ III-IV საუკენეების კოლხეთში, ფაზისის მახლობლად არსებული უმაღლეს რიტორიკულ სკოლას სწორედ ბერძნული ანალოგების მსგავს ინსტიტუტად მოვიაზრებთ. მასზე ერთადერთი პირდაპირი ცნობა მოიპოვება ბერძენი ფილოსოფოსის თემისტოსის (317) ერთ-ერთ წერილში. ცნობა არ არსებობს თუ რა პროგრამით და რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტოსის ცნობიდან ჩანს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსით ძვ. ბერძნული და რომაული რიტორიკული სკოლებისგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო.

შემდგომ პერიოდში საგანმანათლებლო როლის შესრულება, მონასტრებმა შეასრულეს. თუმცა X-XI საუკუნემდე, კონკრეტული სასწავლო დაწესებულების არსებობა არ შეინიშნება. მაშინდელ სამონასტრო სკოლებში საღმრთო წერილს და ეკლესიის მსახურებას ასწავლიდნენ. უმაღლეს სასულიერო სკოლებზე კი წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. ზოგადად ამ ტიპის სწავლებას საკმაოდ ორგანიზებული და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რომელიც სქოლასტიკური სწავლების მიდგომას ეყრდნობოდა. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების განხილვა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ადრეფეოდალურ ხანაში გავრცელებული უნდა ყოფილიყო შინ სწავლა – აღზრდის ინსტიტუტი, რაც ერთგვარ ელიტარულ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ სოციალურ საფეხურზე მაღლა მდგომი მოსახლეობის ფუფუნებას წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლება ამ პერიოდში 6-7 წლის ასაკიდან იწყებოდა. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც კონკრეტულადაა დასახელებული სასწავლებლად მიცემულ ყრმათა წლოვანება. სასწავლო პროცესს სპეციალურად მოწვეული მასწავლებლები წარმართავდნენ (რეპეტიტორები). გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება ტაო-კლარჯეთში შექმნილ სამონასტრო კომპელქსებში, საგანმანათლებლო პრცესების ორგანიზება და მოწყობა. აქ ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის საგანგებო სალიტერატურო სკოლა, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი გრამატიკა, ენა, და მიმართულება. ეს არის ის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცის უშუალო დამკვეთს და თანამონაწილეს.

სასკოლო განათლება დაწინაურდა მაშინ, როცა ქართველებმა ბიზანტიური განათლების მიღება დაიწყეს.

დავით IV უკავშირდება ასევე საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება და მნიშვნელოვანი აქცენტების განსაზღვრა. გელათის აკადემიაზე, რომ არაფერი ვთქვათ, მისი ინიციატივით დამკვიდრდა ქართველების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა. XI-XII საუკენეში მიიღო სასწავლო პროცესმა მეტ-ნაკლებად მიზანმიმართული სახე, რასაც გელათის აკადემიის შექმნას უკავშირებენ. იოანე პეტრიწის მიზანი იყო, რომ აკადემიაში დანერგილიყო ბიზანტიური სწავლა სწავლების მიდგომები. სასწავლო კურიკულუმში შედიოდა შემდეგი საგნები ( ეს კურიკულუმი იყო არა ნაციონალური, არამედ ბიზანტიურ მოდელზე მორგებული – ტრივიუმ- კუადრივიუმის პროგრმა) : ფილოსფია, დიალექტიკა, რიტორიკა, გრამატიკა, არიტმეტიკა, გეომეტრია, ასტროლოგია, მუსიკა, პოეზია, იურისპრუდენცია, მედიცინა.

ამავე პერიოდში უმაღლესი აკადემია შეიქმნა იყალთოშიც. არსენ იყალთოელის მიერ. მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ პერიოდში მეცნიერება განვითარების უმაღლეს საფეხურზე იყო.

XIII საუკენეში მონღოლების შემოსევამ უარყოფითად იმოქმედა საგანმანათლებლო პროცესებზე.

XVII საუკუნიდან სწავლა-სწავლების სისტემა მოიცავდა როგორც სასულიერო ისე საერო განათლებას. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ინტერესი უფრო საერო განათლებისკენ იყო მიმართული. თეიმურაზ პირველი თავის ნაწარმოებში აღნიშნავს : ” არვის უნდა სახარება, არცა წიგნი მოციქულთაო”. სწავლა – სწავლების პროცესი ამ პერიოდში ისევ ფეოდალთა ოჯახებში ხორციელდებოდა, სამეფო კარზე მეფეთა ოჯების წევრები განათლებას ღებულობდნენ სპეციალური მასწავლებლების საშუალებით. ან თვითგანათლებით.
 
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პირველი პროგრესული შეხედულებები განათლებაზე ჰქონდა მეფე-პოეტ არჩილს. რომელიც მიიჩნევდა, რომ სწავლა-განათლება მოსახლეობის ფართო წრეებისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რადგან სწავლა განათლება ერის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. არჩილს გააზრებული ჰქონდა განათლების საყოველთაობის პრინციპის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განათლების სისტემის აგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენდა. არჩილის შეხედულება სწავლების მეთოდიკის შესახებ არის შემდეგი, რომ მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესში ადვილიდან რთულისკენ თანდათანობითი გადასვლის მეთოდით უნდა ხელმძღვანელობდეს – არჩილი : “მცირედ-მცირედის სწავლებით ძნელის საცოდნს გაუადვილდების”. არჩილის შეხედულებები იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული იყო.
 
მეორე მნიშვნელოვან სიახლეს კი კათოლიკე მისიონერების მიერ სკოლების დაარსება წარმოადგენს. პირველი კაპუცინები (კათოლიკე ბერები), რომლებმაც აქ სკოლა დააარსეს, თბილისში ჩამოვიდნენ 1662-1663 წლებში. სკოლაში ასწავლიდნენ ქართულ წერა კითხვას, იტალიურს, ლათინურს, გალობას, ანგარიშს. სკოლაში მომზადებული ბავშვებიდან ყველაზე უფრო ნიჭიერებს, 15-20 წლის ასაკში აგზავნიდნენ რომში პროპაგანდის კოლეგიაში სწავლის გასაგრძელებლად.
 
ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონი “სიტყვის კონა”, წარმოადგენდა სასწავლო სახელძღვანელოს. ასევე დიდაქტიკურ-მორალისტურ ხასიათის ნაწარმოებია – “სიბძნე სიცრუისა”. რომელმაც ამ ეტაპზე ორიგინალური იდეები წამოაყენა პედაგოგიკურ აზროვნებაში. მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ასევე მისი თხზულება “სწავლანი და მოძღვრებანი”.
 
1711 წელს დაიბეჭდა თბილისის სტამბაში პირველი ქართული მეთოდური სახელძღვანელო —-” სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა”. თბილისის სტამბაში იმ დროს დაიბეჭდა 14 წიგნი – თუმცა 11 სასულიერო ხასიათის – 2 სასწავლო სახელძღვანელო. 1712 წელს გამოიცა შოთა რუსთაველის “ტარიელისტყაოსანი”. ვახუშტი ბაგრატიონმა რუსულიდან თარგმნა მსოფლიო გეოგრაფიის სახელმძღვანელო, რომელსაც 21 ფერადი რუკა დაურთო. ვახტანგ VI შეადგინა ასტრონომია-კოსმოგრაფიის მოკლე კურსი. აგრეთვე წიგნი “ზეთების შეზავებისა და ქიმიის შესახებ”.
 
ვახტანგ მეექვის შეხედულება იყო, რომ განათლება დეკლარირებული პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ხალხისთვის.
 
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში სახელწიფო სასწავლებლები არსდება, ამდენად სწავლა-სწავლების პროცესი იღებს სისტემურ ხასიათს. თბილისში დაარსდა იოსებ თბილელის სიონის სკოლა, კალოუბნის, ქაშვეთის, მეტეხის, ანჩისხატისა და ნეკრესის. გაჩნდა საშუალო სასწავლებელი – თბილისის “სემინარია ფილოსოფიისა” – ხელძღვანელი ანტონ კათალიკოსი. 1755 წელს გაიხსნა ანჩისხატის ტაძრის ეზოში “საეპისკოპოსო სახლსა შინა”, მას ხელმძღვანელობდა მეფის დანიშნული რექტორი. ისევე როგორც დღეს, მაშინაც აქტიურ როლს თამაშობდა მღვთელმთავრები სახელმძღვანელოების ტექსტის განსაზღვრაში. კურიკულუმი რუსეთის სემინარიის პროგრამის მიხედვით იყო შედგენილი. სწავლის დასრულების შემდეგ ეწყობოდა საზეიმო გამოცდები, რომელსაც ესწრებოდა მეფე და კათალიკოსი. თბილისის სემინარიებში მდაბიოთა შვილებს არ იღებდნენ.
 
1758 წელს სკოლა გაიხსნა თელავშიც. თელავის სკოლაში გადიოდნენ ფილოსოფიას. მის ადგილზე მალევე გაიხსნა სემინარია, ამ სემინარიის რექტორი იყო გაიოზ არქიმანდრიტი. სემინარიას აფინასებდა სახელმწიფო. შეიძლება ითქვას, რომ თელავის ეს სემინარია წარმოადგენდა უნივერსიტეტის ტიპის პირველ ქართულ სასწავლებელს საქართველოში.
 
სახალხო განათლების შემდეგ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა იოანე ბაგრატიონის მიერ ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი რეფორმების მიერ შედგენილი “სჯულდება”. ანუ ეს იყო შეთავაზება იოანე ბაგრატიონის გიორგი III მიმართ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე გახსნილიყო საერო და სასულიერო სკოლები, წარჩინებული მოქალაქეებისთვის, ასევე დაბალი საზოგადოებისთვის. “სჯულდების” მიხედვით, განათლების დარგის ხელმძღვანელობა სახელმწიფოს საქმე უნდა ყოფილიყო. (სამწუხაროდ ეს ტრადიცია გავაგრძელეთ).”სჯულდების” მიხედვით სახელმწიფომ უნდა შექმნას ადმინისტრაციული დაწესებულებები, როგორც სახელმწიფო მმართველობის აპარატი. “სჯულდებაში” ასევე ერთმანეთისგან გაიმიჯნა სასულიერო და საერო სწავლება. “სჯულდებაში” ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სკოლის მასწავლებლებს ჯამაგირს სახელმწიფო უნდა უხდიდეს (ო.ქინქლაძე, 1980).
 
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში განხორცილებული საგანმანათლებლო რეფორმები უკავშირდება ერეკლე II. სწორედ განსაკუთრებულ რეფორმად მიიჩნევენ იოანე ბატონიშვილის “სჯულდებას”. 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიამ საქართველო სხვადასხვა გამოწვევბის წინაშე დააყენა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რუსული პოლიტიკის კარნახით მიმდინარეობდა. 1802 წელს დაარსდა ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი ქართველი თავადაზნაურეის შვილებისთვის. ამ რუსულიფიკატორულ სასწავლებლებში განსაკუთრებულ საგნად ისწავლებოდა “ზნეობის საწყისები”. 1804 წელს დაწესდა საშუალო და დაწყებითი სკოლების სამი ძირითადი ტიპი : სამრევლო – ერთკლასიანები ქალაქი/სოფელი – ორკლასიანები და ოთხკლასიანები.
 
1804 წელს დაარსდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. ექვსკლასიანი. ეს სასწავლებელი იყო მაღალი წოდების ბავშვებისთვის.
 
1817 წელს დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია და ზუსტად 100 წელი იარსება. ამ სასწავლებელს ევალებოდა მასწავლებლების გადამზადება და პროფესიული მომზადება. ეს წარმოადგენდა მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პირველ მცდელობას. ასევე ჰქონდა საერთო საცხოვრებელი ყველა მოსწავლისთვის.
 
1818 წლიდან საქართველოში დაიწყეს სასულიერო – სამრევლო სასწავლებლების გახსნა. გორში, თელავში, სიღნაღში, ქუთაისში. ყველა ეს სემინარია ექვემდებარებოდა პეტერბურგის უწმინდეს სინოდს.
 
1828 წელს დამტკიცდა სასწავლებლების ახალი “წესდება”. სასწავლებლების ნომენკლატურა იგივე რჩებოდა, 1) სამრევლო; 2) სამაზრო; 3) გიმნაზიები.
 
1830 წელს დაიწყო სამაზრო სასწავლებლების ინტენსიური დაარსება. სამაზრო სასწავლებელი უკვე გამიზნული იყო ყველა ფენისთვის. და მიზნად ისახავდა დაწყებითი განათლების ფართოდ გავრცელებას.
 
ასევე არსებოდა ე.წ. ” საშინაო სკოლები”. ფართოვდებოდა ინდივიდუალური სწავლების ფორმებიც. ფაქტიურად ეს იყო არაფორმალური განათლების მიმართულება.
 
1840 წელს გაიხსნა “ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი”. ეს იყო დახურული ტიპის სასწავლებელი, მკაცრი წესდებით.
 
ამ ეტაპისთვის არ მოქმედებს სავალდებულო სწავლების პრინციპი.
 
1879 წელი – მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი : “ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ი. ჭავჭავაძემ, დ. ყიფიანმა, ი.გოგებაშვილმა და სხვებმა მიზნად დაისახეს ქართული სკოლის გახსნა. იაკობ გოგებაშვილი წერდა : ” ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერ არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს ერის განათლება”. ამ საზოგადოებამ პიერველ ეტაპზე სკოლები დააარსა თბილისში, ბათუმში, წინარეხში, თიანეთში, ხელთუბანში, გომარეთში. საზოგადოებას უფლება ჰქონდა, რომ დაეარსებინა სამკითხველოები, ბიბლიოთეკები, მოეწვია სკოლებისთვის გამოცდილი მასწავლებლები, გამოეცა ქართულ ენაზე საყმაწვილო წიგნები და სახელმძღვანელოები.
 
საზოგადოებამ შეიმუშავა “განჩინება”, რომლის საფუძველზე სკოლის გახსნა სოფელს უნდა მოეთხოვა. სოფელი სკოლის შენობისთვის გამოყოფდა მიწას, ააშენებდა შენობას და გაიღებდა ყოველწლიურად 350 მანეთს მასწავლებლის შესანახად. წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი უნდა მოეძებნა სკოლებისთვის შესაფერისი მასწავლებელი.
 
წერა კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პირველი სკოლა გახსნა 1880 წელს თბილისში, სადაც 2 განყოფილება იყო, თითოში 16-16 მოსწავლე, ამათგან 10 გოგონა და 6 ბიჭი.
 
ვინაიდან ეს საზოგადოება ხშირად უსახსრობის გამო სკოლის შენახვას ვერ ახეხებდა, გაჩნდა იდეა, რომ აეყვანათ მოხეტიალე მასწავლებელი, რომელიც ივლიდა ადგილიდან ადგილზე და ყველგან გაავცელებდა კითხვასა და წერას. ასევე ფიქრობდნენ დაეარსებინათ მოძრავი სკოლები (მოძრავი კოლექტივი). სულ გიხსნა 33 სკოლა. მისი პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი.
 
1883 წელს ასევე შეიქმნა ახალი ტიპის სკოლა, ილია წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით, მისი ინიციატივით და ხარჯებით. ეს იყო ე.წ. საავტორო სკოლა, რომელიც წარმოადგენდა ამ პროფილის ერთადერთ სასწავლებელს ამიერკავკასიაში.
 
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოს : ” დედა ენა” და “ბუნების კარი”. რომელიც გამოიცა 1876 წელს. ასევე შეიქმნა დ.ჩუბინიშვილის “ქართული ქრესტომათია”, მისივე ქართული ენის გრამატიკა; დ. ბაქრაძის შრომები საქართველოს ისტორიასა და ეთნოგრაფიაში.
 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати